თავში

რა შეეშალა მთავრობას ნაწილობრივი ლოკდაუნის დაწესებით

რა შეეშალა მთავრობას ნაწილობრივი ლოკდაუნის დაწესებით
რა შეეშალა მთავრობას ნაწილობრივი ლოკდაუნის დაწესებით

სპეციალისტების შეფასებით, მთავრობის მიერ ნაწილობრივი ლოკდაუნი ეკონომიკაზე ძალიან მძიმედ აისახება და მისი გავლენა დიდი ხნის განმავლობაში დარჩება. ფინანსისტები ფიქრობენ, რომ ასეთი მიდგომით საბოლოოდ დაზარალდა როგორც დაკეტილი ბიზნესი, ასევე ის დარგებიც, რომელთა საქმიანობაზე შეზღუდვა არ ვრცელდება. ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის (აფბა) წარმომადგენელი პაატა ბაირახტარი report.ge-თან ამბობს, რომ სჯობდა, საერთოდ არ დაეკეტათ ეკონომიკა, თუმცა, თუ ეტაპობრივად გახსნას აპირებენ, განმარტონ, რ ეტაპებად და როგორი ტემპით უგაიხსნება და რომელ სექტორებს მოიცავს.

,,ზოგიერთი სეგმენტი საერთოდ დახურულია, ზოგიც - ნაწილობრივად, თუმცა მათი დახურვის აუცილებლობა ვერ დადასტურდა. ისიც კი, რომელიც ღიადაა დარჩენილი, მძიმე მდგომარეობაში ჩავარდა არსებული შეზღუდვების ფონზე. მიდგომა ცალსახაა, დღეს ჩვენ გვაქვს შეზღუდვები, რასაც ეკონომიკური მდგომარეობა მიჰყავს დაღმასვლისკენ, რა ეკონომიკური ვითარებაცაა, განპირობებულია დიდწილად არასწორი მიდგომით, რასაკვირველია, მოხსნა აუცილებელია, მაგრამ დეტალები, რას და როგორ გეგმავენ, უფრო თვალსაჩინო უნდა გახდეს. სექტორულად ვერ გამოვყოფთ, ბევრი დარგი პირწმინდად განადგურებულია, მათ შორის სარესტორნო ბიზნესი და სავაჭრო სფეროს დიდი ნაწილი, 400 ათასამდე სამუშაო ადგილი დაიკარგა, კომპანიები გაკოტრდნენ და ეს პროცესი გრძელდება. აქედან გამომდინარე, არ იქნება სწორი ვთქვათ, რომ ვიღაცას შეუძლია კრიზისისდან გამოსვლა, ვიღაცას - ვეღარ, გახსნა, საქმიანობის დაშვება ყველაზე სწორი გამოსავალი იქნებოდა, მაგრამ ჯერჯერობით ეს ვერ ხერხდება", - ამბობს ბაირახტარი.

მისი შეფასებით, შეცდომა იყო შეზღუდვების გადავადება, რამაც უფრო მეტად დაამძიმა სიტუაცია და კომპანიებს კრიზისიდან გამოსვლის შესაძლებლობა საბოლოოდ მოუსპო. 

,,ბიზნესს უნდა ჰქონდეს მუშაობის საშუალება. ძალიან არაადეკვატურ მიდგომებთან გვაქვს საქმე, ვიცით, რომ სავაჭრო სექტორი 16 იანვრამდე უნდა გახსნილიყო, მაგრამ არც ეს გააკეთეს და შეზღუდვები გადაავადეს, არც ამაზე გაკეთდა განმარტება, როცა საუბარი იყო მთავრობის მხრიდან, რომ ამ სექტორმა ღირსეულად გაართვა თავი ვალდებულებების შესრულებას, მაინც ჩაკეტეს. ამ დროს ბიზნესმა, ეპიდემიოლოგიური სიტუაციიდან გამომდინარე, მოთხოვნილი სტანდარტი მაქსიმალურად დაიცვა და ამით მთავრობის ქებაც კი დაიმსახურა, მაგრამ არც ეს აღმოჩნდა საკმარისი არგუმენტი. ამ დროს გერმანიაში სარესტორნო ბიზნესიც ნებადართულია და ფიტნესიც, ტრანსპორტი კი თითქმის ყველგან მუშაობს. აქაც შეიძლებოდა შესაბამისი ზომები მიეღოთ, რაც ეპიდემიური მდგომარეობის დამძიმებას არ გამოიწვევდა. დაკეტვა მარტივი, მაგრამ ძვირადღირებული გზაა, რის ფუფუნებაც ეკონომიკას არ გააჩნია", - აცხადებს პაატა ბაირახტარი.

როგორც ცნობილია, პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ჯანდაცვის და ეკონომიკის სამინისტროებს ქვეყნის ეტაპობრივი გახსნის დაგეგმვა დაავალა.  დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ მთავრობის უწყებათშორისი საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ პრეს-კონფერენციაზე განაცხადა, რომ მონახაზები უკვე არსებობს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system