თავში

რა შეღავათებს სთავაზობს ევროკავშირი ქართული მანდარინის ექსპორტს

რა შეღავათებს სთავაზობს ევროკავშირი ქართული მანდარინის ექსპორტს
რა შეღავათებს სთავაზობს ევროკავშირი ქართული მანდარინის ექსპორტს

საერთაშორისო საკონსულტაციო ცენტრის, "პი-ემ-სის" ინფორმაციით, საქართველოში მანდარინი ერთ-ერთი მთავარი აგროსასურსათო პროდუქტია, რომელიც ექსპორტზე გადის და მოაქვს შემოსავალი. სატარიფო ბარიერების მხრივ, მანდარინი იმ 28 პროდუქტს შორის არის, რომლებიც ევროკავშირის ბაზარზე "შესვლის ფასს" არის დაქვემდებარებული. ეს იმას ნიშნავს, რომ როცა ქართული მანდარინის საინვოისო ფასი ნაკლებია ევროკავშირის დადგენილ ფიქსირებულ ფასზე, ექსპორტიორი იბეგრება ფასთა სხვაობით. 

როგორც "პი-ემ-სის" კვლევაში ვკითხულობთ, 2017 წელს ევროკავშირის მხოლოდ 2 ქვეყანაში გავიდა ქართული მანდარინი, პოლონეთში 20 ტონა, ხოლო ლიტვაში 3 ტონა. პოლონეთის მაგალითმა აჩვენა, რომ ევროკავშირში შეტანის პროცედურები რთული არ არის სხვა ბაზრებთან შედარებით. ერთადერთი, პოლონეთმა მძიმე ლითონებზე შემოწმების დამადასტურებელი საბუთი მოითხოვა.

2018-2019 წლების „ნარინჯისფერი რთველის“ ფარგლებში, მანდარინის ექსპორტმა 26,775 ტონა შეადგინა, რაც 25%-ით აღემატება გასული წლის ამავე პერიოდში ექსპორტირებული მანდარინის რაოდენობას (გასულ წელს საქართველოდან ექსპორტირებული იყო 20,614 ტონა მანდარინი). 

რუსეთი, უკრაინა და სომხეთი, ის ძირითადი ქვეყნებია, სადაც საქართველოდან ციტრუსის ექსპორტი ხორცილდება. ციტრუსის ექსპორტი ხორციელდება ასევე, ყირგიზეთში, ყაზახეთში, ბელორუსიაში, უზბეკეთში, ლატვიასა და აზერბაიჯანში.

რაც შეხება სამრეწველო გადამუშავებისთვის ქარხნების მიერ მიღებული არასტანდარტული მანდარინის რაოდენობას, შარშან ის 9,140 ტონას შეადგენდა,რაც წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე 1.191 ტონით მეტია.

"ნარინჯისფერი რთველი" საქართველოში 10 ნოემბრიდან იწყება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system