თავში

რა შეღავათით ისარგებლებს დაბალბიუჯეტური ქართული ავიაკომპანია

რა შეღავათით ისარგებლებს დაბალბიუჯეტური ქართული ავიაკომპანია
რა შეღავათით ისარგებლებს დაბალბიუჯეტური ქართული ავიაკომპანია

შეღავათიანი ტარიფები, აეროპორტის დაბალი მოსაკრებელი და მარკეტინგული უზრუნველყოფა - ეს ძირითადი ფაქტორებია, რაც ქართულ დაბალბიუჯეტურ ავიაკომპანიას ბაზარზე დამკვიდრებისთვის სჭირდება. ამის შესახებ report.ge-თან ავიაციის სფეროს სპეციალისტმა, ექსპერტმა იასე ზაუტაშვილმა განმარტა. მისი თქმით, ახალი დაბალბიუჯეტიანი კომპანიის შექმნის იდეას მიესალმება, და იმედოვნებს, რომ, რომ კომპანიის წარმომადგენლებსა და მთავრობას შორის შეთანხმება ქართული ბიზნესის სასარგებლოდ მიიღწევა.  

,,საუკეთესო ინიციატივა გაჟღერდა. რა თქმა უნდა შესაძლებელია, იაფად ფრენებს ახერხებენ უცხოური კომპანიები, ქართული ავიაკომპანიებიც შეძლებენ. დარწმუნებული ვარ, რომ უცხოურ ავიაკომპანიას ქართული ბრენდი ჯანსაღ კონკურენციას გაუწევს. ქუთაისში დღეს 7-ჯერ ნაკლებია აეროპორტის მოსაკრებელი, ვიდრე თბილისში, ამისთვის დაბალბიუჯეტური ავიაკომპანიები რიგი შეღავათებით სარგებლობენ. დოტაციის სახით ბიუჯეტიდან იღებენ დახმარებას, რაც შეიძლება გავრცელდეს ქართულ კომპანიებზე და იფრინონ 40 ან 60 ევროდ, ამიტომ შესაძლებლობად მიმაჩნია. სახელმწიფო უნდა დაელაპარაკოს ქართველი კომპანიების ხელმძღვანელებს და ჰკითხოს, შეღავათიანი ტარიფები დაუწესოს და ასევე უზრუნველყოს მარკეტინგული და სხვა ხარჯის დაფინანსება, როგორც ამას სხვები აკეთებენ", - აცხადებს ზაუტაშვილი.

რაც შეეხება ევროპული ქვეყნების გამოცდილებას, მისი თქმით, ამ შემთხვევაში აეროპორტების ხელმძღვანელობას და სახელმწიფოს შორის ხდება შეთანხმება დაბალი ტარიფის შესახებ, ჩვეულებრივ იხდიან გადასახადს ბიუჯეტში და სფერო მთლიანად სახელმწიფო რეგულირების დონეზეა.

ცნობისთვის, დაბალბიუჯეტური ავიაკომპანიის შექმნის შესახებ სულ რამდენიმე დღის წინ გახდა ცნობილი. აღნიშნულთან დაკავშირებით არასამთავრობო ორგანიზაცია HUB Georgia-ს მიერ სასტუმრო „ბილტმორში“ საქართველოს ავიაციის ეფექტიანობის კვლევის პრეზენტაცია გაიმართა.

მოგვიანებით, როგორც HUB Georgia-ს დამფუძნებელმა გიორგი კოდუამ report.ge-თან აღნიშნა, მოლაპარაკებების 80% უკვე დასრულებულია და როგორც კი შეთანხმება შედგება, ახალ ქართულ კომპანიას, მაქსიმუმ, 2-3 თვეში ფრენების განხორციელების შესაძლებლობა მიეცემა.

საქართველოს დროშის ქვეშ მფრინავი, ორი „ეარბასის“ ბაზა ქუთაისის აეროპორტი გახდება. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system