თავში

რა შეღავათს მისცემს აგროსექტორს ბანკებისგან გათავისუფლება

რა შეღავათს მისცემს აგროსექტორს ბანკებისგან გათავისუფლება
რა შეღავათს მისცემს აგროსექტორს ბანკებისგან გათავისუფლება

სოფლის მეურნეობის დაფინანსებიდან ბანკების ამოვარდნას ექსპერტულ წრეებში დადებითი შეფასება მოჰყვა. ეკონომისტები ფიქრობენ, რომ სექტორის განვითარების მიმართულებით მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა. ეკონომისტ მერაბ ჯანიაშვილის განცხადებით, ფერმერებს უკვე არ მოუწევთ მაღალი საპროცენტო განაკვეთების გადახდა, რაც არამწარმოებლურ ხარჯში ყოველთვის გამორჩეულ ადგილს იკავებდა. ჯანიაშვილის თქმით, ბანკებისა და ფერმერების ურთიერთობა ყოველთვის დაძაბული იყო და კარგი იქნება, თუკი აგროსესხებთან დაკავშირებით მიღებული გაგადაწყვეტილება სხვა სამეწარმეო პროგრამებზეც გავრცელდება.

,,აგრარული სექტორის განვითარების მიზნით საუკეთესო გადაწყვეტილება მიიღო მთავრობამ, რაც დარგს დიდ დახმარებას გაუწევს. კარგიუ იქნება, ბიზნესის მხარდამჭერ სხვა პროგრამებიდანაც თუ ამოყრიან ბანკებს, განსაკუთრებით ,,აწარმოე საქართველოში" პროგრამასაც უნდა გამოთიშონ და სამეწარმეო სფეროში ძალიან კარგი შედეგი დაიდება. ფერმერებისთის ამაზე კარგს სახელმწიფო ჯერჯერობით ვერაფერს იზამს. მოსახლეობა მუდმივად ჩივის, რომ მაღალი საპროცენტო განაკვეთებისა და კაბალური პირობების გამო საბანკო სექტორთან პრობლემა აქვს და ვერ აგვარებს. დიდი ხარჯი ჰქონდათ გასაწევი, როგორც პროცენტის, ასევე ბანკების მომსახურებისთვის და ხალხს ეს ტვირთი საგრძნობლად შეუმსუბუქდება", - აცხადებს მერაბ ჯანიაშვილი და დასძენს, რომ მთავრობას ახლო მომავალში სხვა ქმედითი ნაბიჯის გადადგმაც მოუწევს, რაც დარგის განვითარებას ხელს შეუწყობს.

,,ფერმერებს რეალურად ბანკებთან ურთიერთობა უჭირდათ იმიტომ, რომ არნახულად დიდ გირაოს ითხოვდნენ. სესხის უზრუნველყოფა უწევდათ და ხშირ შემთხვევაში, ბანკის მოთხოვნას ვერ აკმაყოფილებდნენ. მიწას ვერ დებდნენ გარანტად იმის გამო, რომ მიწას არ აქვს ფასი. ამის გამო სესხის აღება უჭირდათ, სახელმწიფო თუ თავის თავზე აიღებს ფინანსურ უზრუნველყოფას, ფერმერს სამჯერ მაღალი სესხის აღება არ მოუწევს და მეტი მოგების შესაძლებლობა ექნება. ცხადია, არამწარმოებლური ხარჯი შემცირდება, მაგრამ ისიც უნდა გვესმოდეს, რომ მარტო ეს გადაწყვეტილება აგრარული სექტორის განვითარებას ვერ უშველის და სხვა ქმედითი ნაბიჯების გადადგმაც მოუწევთ", - აცხადებს მერაბ ჯანიაშვილი.

ცნობისთვის, მთავრობა ბანკების ჩანაცვლებას სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოთი გეგმავს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system