თავში

რა შეიძლება გაიხსნას ვადაზე ადრე

რა შეიძლება გაიხსნას ვადაზე ადრე
რა შეიძლება გაიხსნას ვადაზე ადრე

შეზღუდვების დაჩქარებულად მოხსნის შესახებ მთავრობა ბიზნესთან ერთად მსჯელობს. გაჩნდა დიდი ალბათობა, რომ არსებული შეზღუდვები ვადაზე ადრე მოიხსნება. პირველ რიგში, აქცენტი გაკეთდება საზოგადოებრივი ტრანსპორტის აღდგენაზე, ასევე ბაზრობების გახსნაც შესაძლებელია. ეს 2 მიმართულებაა, რომლის გახსნასთან დაკავშირებით სპეციალისტები დადებით გადაწყვეტილებას ელიან. როგორც სტატისტიკოსი სოსო არჩვაძე აცხადებს, ტრანსპორტის გახსნა ბიზბნესისა და ეკონომიკის განვითარებისთვის, ასევე რიგითი ადამიანებისთვისაც ,,ჟანგბადის მიწოდების" ტოლფასია, რაც საგრძნობლად  შეცვლის არსებულ მდგოამრეობას. 

,,ეკონომიკის განვითარების ერთ-ერთი მასტიმულირებელი ფუნქცია გააჩნია კომუნიკაციას და ტრანსპორტს -, საქონლის გადაადგილებას, მოძრაობას, მომსახურებას და სხვა. ყველა სახის პროდუქტს ონლაინ რეჟიმში ვერ შევიძენთ. მომხმარებლამდე რომ მივიდეს სამომხმარებლო საქონელი, ტრანსპორტს დიდი მნიშვნელობა აქვს. თუმცა მანამდე პროდუქცია საჭიროებს წარმოებას, ადამიანები ვერ მიდიან სამსახურებში იმის გამოც, რომ საწარმოო ადგილს მათი საცხოვრებელი ტერიტორიულად დაშორებულია. ძალიან ბევრი წამოება, მცირე ბიზნესი, თბილისში გაჩერებულია იმის გამოც, რომ იქ დასაქმებული  პირების ტრანსპორტირების ხარჯს კომპანია ვერ უზრუნველყოფს. ცხადია, რომ ძალიან ძნელია ამ ხარჯის გაწევა მცირე ბრუნვის მქონე კომპანიისთვის. როდესაც გაჩნდება საშუალება და ამუშავდება ტრანსპორტი, მომსახურების მოცულობაც გაიზრდება და მულტიპიკატორული ეფექტი ექნება მთლიანად ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისთვის - მეტი სამუშაო ადგილი გაჩნდება, შესაბამისად, შემოსავლებიც მოიმატებს და მეტი  ფული შევა  ბიუჯეტში. ამიტომ ტრანსპორტის  გახსნა ბიზნესისა და მოქალაქეებისთვისაც ჰაერის გახსნის ტოლფასია. ამის პარალელურად, სავარაუდოდ, ღია ბაზრობებიც გაიხსნება, ეკონომიკა ნელ-ნელა დაიწყებს გამოცოცხლებას", - აცხადებს სოსო არჩვაძე.

შეგახსენებთ, რომ გადაადგილების შეზღუდვის შემსუბუქებაზე უკვე საუბრობენ მთავრობაშიც. როგორც ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ აღნიშნა, საზოგადოებრივი ტრანსპორტის აღდგენა დაჩქარდება თუ კი, უახლოეს ერთ კვირაში, დადებითობის მაჩვენებელი 4%-იან ნიშნულს ჩამოსცდება. 

რაც შეეხება რესტორნებისა და კაფე-ბარების გახსნის საკითხს, ჯერჯერობით სავარაუდო თარიღიც უცნობია. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system