თავში

რა შეიცვალა ბაზარზე საყოველთაო ჯანდაცვის ამოქმედებიდან დღემდე

რა შეიცვალა ბაზარზე საყოველთაო ჯანდაცვის ამოქმედებიდან დღემდე
რა შეიცვალა ბაზარზე საყოველთაო ჯანდაცვის ამოქმედებიდან დღემდე

სპეციალისტების თქმით, სახელმწიფო დაფინანსების ამოქმედებამ კლინიკებს მანიპულირების საშულება მისცა, გამოიკვეთა არაერთი შემთხვევა, როცა კლინიკები არასრული მკურნალობით იღებდნენ ფინანსებს, ასევე ზედმეტი მედიკამენტების გამოწერითა და მედიკამენტებზე მოთხოვნის ხელოვნური ზრდით კლინიკებმა მიიღეს ე.წ. ,,ქეშბექები’’.
საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ამოქმდებიდან(2013წ) დღემდე ჯანდაცვის ჯგუფში ფასები 39,3%-ითაა გაზრდილი. ჯანდაცვის სპეციალისტების მტკიცებით, საყოველთაო ჯანდაცვის ფარგლებში, როცა სახელმწიფო ახდენს კლინიკების სუბსიდირებას, ეს მოტივაციას აჩენს ტარიფებისა და მომსახურების ფასების გაზრდაზე. როცა კერძო თუ სახელმწიფო კლინიკები თუ ფარმაცევტული კომპანიები ხედავენ, რომ პაციენტების თანადაფინანსებაში შემოდის სახელმწიფო, მოტივაცია ექმნებათ, რომ მეტი მოგებისა და დამატებითი შემოსავლების მისაღებად ხელოვნურად გაზარდონ ფასები. 

სტატისტიის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, ბოლო 6 წელიწადში სამედიცინო მომსახურება გაძვირდა 16.4%-ით, სისხლძარღვთა გამაფართოებელი მედიკამენტების ფასები გაიზარდა 72.6%-ით, ტკვილგამაყუჩებელი მედიკამენტები 108.9%-ით, ანტიბიოტიკები 87.2%-ით, საჭმლის მომნელებელი სისტემის პრეპარატები 72.1%-ით, ხოლო ანთების საწინააღმდეგო პრეპარატები 84.2%-ით გაძვირდა.


ცნობისთვის, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა, რომელიც საქართველოს ყველა მოქალაქეზე გავრცელდა, 2013 წლის 28 თებერვალში ამოქმედდა. მეორე ეტაპი 2013 წლის 1 ივლისიდან დაიწყო. ამ დროს გაფართოვდა სამედიცინო მომსახურება და საყოველთაო დაზღვევის ახალი პაკეტები. 2017 წლის 1 მაისიდან კი, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში დიფერენცირებული პაკეტები ამოქმედდა, რაც იმას ნიშნავს, რომ მაღალ შემოსავლიან ჯგუფებს დაფინანსება მოეხსნათ, საშუალო შემოსავლიან ჯგუფს - შეზღუდული დაფინანსება, ხოლო დაბალ შემოსავლიან ჯგუფს სრული დაფინანსება შეუნარჩუნდათ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system