თავში

რა შეიცვალა დაბალბიუჯეტური ქართული ავიაკომპანიის გეგმაში

რა შეიცვალა დაბალბიუჯეტური ქართული ავიაკომპანიის გეგმაში
რა შეიცვალა დაბალბიუჯეტური ქართული ავიაკომპანიის გეგმაში

დაბალბიუჯეტური, ქართული ავიაკომპანიის მიმართ პირობა ძალაში რჩება. თუმცა, რამდენიმე თვის წინანდელი ანონსი, რომ  Air Georgia პირველი რეისების შესრულებას საახალწლოდ შეძლებდა, ცხადია, შეიცვალა. ამის მიზეზი, როგორც ავიაკომპანიის დამფუძნებელი გიორგი კოდუა, report.ge-თან განმარტავს, მხოლოდ ეპიდემიური სიტუაცია და მასთან დაკავშირებული შეზღუდვებია. კოდუა ვარაუდობს, რომ ფრენების დაწყების ვადა, მაისამდე გადაიწევს. 

,,ეპიდემიის გამო საავიაციოო სექტორში პროექტები გაჩერებულია, დაბალბიუჯეტიანი კომპანიასთან დაკავშირებითაც გარკვეული ცვლილებაა, თუმცა  პროექტს საფრთხე არ ემუქება. როგორც კი მდგომარეობა გაუმჯობესდება, პირველი რეისების შესრულებას შევძლებთ, სავარაუდოდ, მაისიდან, დეტალები თებერვალში გაირკვევა. აქამდე ისიც კი გვეგონა, რომ ფრენები განახლდებოდა, მაგრამ ვხედავთ, რომ ცა არ გაიხსნება, შესაბამისად,  საერთო განრიგი გადაიდო. ერთადერთი პროექტი, რომელსაც განვიხილავთ, შორ მანძილზე ფრენებია. ასე ავირჩიეთ, რადგან ვიცოდით, პრობლემა იქნებოდა და აქცენტი იმ ქვეყნებზე გავაკეთეთ, რომელიც უფრო წარმატებით უმკლავდება covid-19-თან დაკავშირებულ პრობლემას, პირველ რიგში, ჩინეთი, შემდეგ უკვე სინგაპური, ტოკიო  და სხვა. ვგეგმავთ ასევე ფრენების დაწყებას აშშ-ს მიმართულებით, სადაც ვაქცინაციის პროცესი მიმდინარეობს და მოსალოდნელია ეპიდვითარების გაუმჯობესება. მთლიანად მთავრობაზე ვართ დამოკიდებული, გადაწყვეტილებას ველით, ჩვენ ნებისმიერ მომენტში მზად ვართ, მაგრამ უნდა იყოს კოორდინირებული მუშაობა", - აცხადებს გიორგი კოდუა.

შეგახსენებთ, რომ დაბალბიუჯეტური ქართული ავიაკომპანიის შექმნის შესახებ ჯერ კიდევ სექტემბერში გახდა ცნობილი. რაც შეეხება რეგულარული ფრენების განხორციელებისთვის მთავრობის ხელშეწყობას, როგორც კოდუა ამბობდა,, ამისთვის მთავარი შეღავათიანი გადასახადები და მარკეტინგული დახმარებაა, რაც, მისი თქმით, მოლაპარაკებებშიც განიხილეს და საქართველოს ხელისუფლება ასეთი მხარდაჭერისთვის მზადაა.

როგორც ცნობილია, საავიაციო სექტორი 2020 წელს ახალ რეალობაში აღმოჩნდა, რომელიც covid-19-თან დაკავშირებულ პროცესებს უკავშირდება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system