თავში

რა შეიცვალა სოფლის მეურნეობის სამთავრობო პროგრამაში

რა შეიცვალა სოფლის მეურნეობის სამთავრობო პროგრამაში
რა შეიცვალა სოფლის მეურნეობის სამთავრობო პროგრამაში

სახელმწიფო პროგრამაში „დანერგე მომავალი“ შესული ცვლილებების თანახმად, კენკროვანი კულტურების დაფინანსების ქვეკომპონენტის ფარგლებში ფარგლებში, პროგრამის ბენეფიციარებს იმპორტირებული ნერგის შეძენა ადგილობრივი კომპანიებისგან შეეძლებათ. ნერგების იმპორტი განხორციელდება შუამავალი კომპანიის მიერ, რომელიც მოახდენს შეკვეთების კონსოლიდაციას და უცხოურ სანერგე კომპანიისაგან განახორცილებს მინიმალური კრიტიკული რაოდენობის ნერგების იმპორტს. ბენეფიციარებისთვის სავალდებულო აღარ არის ნერგების პირდაპირი იმპორტის გზით შეძენა.

ცვლილება საჭირო გახდა იმიტომ, რომ ბენეფიციარები მრავალწლიანი ბაღების გასაშენებლად ნერგების შეძენას პირდაპირი იმპორტის გზით ვერ ახერხებდნენ, რადგან მცირე რაოდენობის პროდუქციის რეალიზაციაზე უცხოური სანერგე მეურნეობები უარს ამბობდნენ.

პროგრამის „დანერგე მომავლის“ განხორციელება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტომ 2015 წლის მარტში დაიწყო.მის ფარგლებში, საქართველოს მასშტაბით, ხეხილის ახალი ბაღები 7,799 ჰექტარზეა გაშენებული; სახელმწიფო დაფინანსების მოცულობა 43,151,000 ლარს შეადგენს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system