თავში

რა შეიცვლება საკომუნიკაციო ბაზარზე MVNO-ების დაშვებით

რა შეიცვლება საკომუნიკაციო ბაზარზე MVNO-ების დაშვებით

კომპანია „ჯიენსის“ აღმასრულებელი დირექტორის, გიორგი შამუგიას შეფასებით, კომუნიკაციების კომისიის გადაწყვეტილება MVNO-ების დაშვებასთან დაკავშირებით ერთ-ერთი ყველაზე სტრატეგიული ნაბიჯია ქვეყნისა და სატელეკომუნიკაციო ბაზრის განვითარებისთვის. ამის შესახებ მან საქართველოს ქსელის ოპერატორთა ჯგუფის GeoNog2020-ის ფორუმზე განაცხადა. მისივე შეფასებით, სწორედ აღნიშნული გადაწყვეტილება იქნება ბიძგი ტელეკომ-სექტორისთვის ფასების შესამცირებლად, ხარისხის გასაზრდელად და ბაზარზე კონკურენციის ასამაღლებლად.

გარდა ამისა, როგორც გიორგი შამუგიამ განაცხადა, კომისიის გადაწყვეტილება გარანტიას ქმნის, რომ ბაზრის ახალ მოთამაშეებს ქსელზე დაშვების პრობლემები არ შეექმნებათ. დაინტერესებული კომპანიები და პოტენციური ვირტუალური ოპერატორები უფრო ეფექტურად შეძლებენ მოიზიდონ და განახორციელონ ინვესტიციები იმისთვის, რომ მომხმარებელს ეფექტური მომსახურება და სერვისები შესთავაზონ. 

,,ეს არის ახალი შესაძლებლობა კომუნიკაციების სფეროში მოღვაწე კომპანიებისთვის, რაც უმნიშვნელოვანეს გავლენას მოახდენს სხვა სფეროებზეც. შესაბამისად, MVNO-ების სავალდებულო დაშვების გადაწყვეტილება კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რათა დაინტერესებულმა კომპანიებმა მშვიდად და უსაფრთხოდ განახორციელონ ინვესტიცია, და უშედეგოდ დროში გაწელილ პროცესზე თავის არიდებით, მარტივად და დროულად განახორციელონ მათი გეგმები“, – განაცხადა  შამუგიამ.

მისივე განცხადებით, მისი კომპანიისთვის, როგორც პოტენციური MVNO-სთვის, მნიშვნელოვანია ქსელზე ხელმისაწვდომობაზე ბარიერების მოხსნა.

„ბოლო 11 წლის მანძილზე სხვა კომპანიებთან ერთად ჩვენც გვქონია პრობლემები ქართულ ბაზარზე მოქმედ ოპერატორებთან, რაც თავისთავად პროგრესს და განვითარებას აფერხებს“, – აღნიშნა შამუგიამ.

ცნობისთვის, კომპანია „ჯიენსი“ არის სტელს სტარტაპი, რომელიც მუშაობს სრულიად software defined & virtualized mobile core network-ის ელემენტების და BSS სისტემების შექმნაზე. ასევე, კომპანია არის TIP-ის და ONF-ის წევრი. კომპანია გეგმავს დაიწყოს ოპერირება მობილური ქსელის ვირტუალურ ოპერატორად და ბაზარზე არსებულ გამოწვევებს ინოვაციური სერვისების შეთავაზებით უპასუხოს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system