თავში

რა შემოსავალი მიიღო საქართველომ საერთაშორისო ტურიზმიდან

რა შემოსავალი მიიღო საქართველომ საერთაშორისო ტურიზმიდან
რა შემოსავალი მიიღო საქართველომ საერთაშორისო ტურიზმიდან

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, წინასწარი მონაცემებით, 2019 წლის იანვარ-ოქტომბრში საქართველოში საერთაშორისო მოგზაურობიდან შემოსავალმა 2.8 მილიარდი დოლარი შეადგინა, რაც 25 მილიონით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე, ეს კი  ტურიზმის შემოსავლების +0.9%-იან ზრდაზე მეტყველებს.

2019 წლის I-II კვარტლის მონაცემებით კი, ტურიზმის წილი მთლიან შიდა პროდუქტში 7.7% იყო. ზრდა, წინა წელთან შედარებით, +19.7%-ია.

ცნობისთვის, 2019 წლის ოფიციალური მონაცემებით, II კვარტალში შემოსავალი საერთაშორისო მოგზაურობიდან საქართველოში შეადგენს 877 მლნ. აშშ დოლარს (ზრდა +8.4%), რაც 68 მლნ. აშშ დოლარით მეტია წინა წლის ანალოგიურ მონაცემზე.

ამასთან, 2019 წლის ოფიციალური მონაცემებით, I-II კვარტალში საერთაშორისო მოგზაურობიდან შემოსავალმა 1.5 მლრდ. აშშ დოლარი (ზრდა +7%) შეადგინა, რაც 95 მლნ. აშშ დოლარით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system