თავში

რა შემთხვევაში და როგორ დასჯის მთავრობა ურჩ ბიზნესს

რა შემთხვევაში და როგორ დასჯის მთავრობა ურჩ ბიზნესს
რა შემთხვევაში და როგორ დასჯის მთავრობა ურჩ ბიზნესს

თუ ბიზნესი მათთვის დაწესებულ რეგულაციებს გამიზნულად დაარღვევს, მაშინ ის სახელმწიფოს საშეღავათო პროგრამებით ვეღარ ისარგებლებს.

ამის შესახებ ინფრასტრუქტურის მინისტრმა, პირველმა ვიცე-პრემიერმა, მაია ცქიტიშვილმა, მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

"ჩვენი პასუხისმგებლობა იზრდება ყველა იმ წესის დაცვის მიმართ, რომელიც გვევალება და რომელიც ვირუსის გავრცელების შეჩერებას უზრუნველყოფს. ყველა ის არსებული საჯარიმო სანქცია, რომელიც არის დაწესებული, კვლავ იმოქმედებს. ამ თვალსაზრისით, სანქციებია დაწესებული ბიზნესისთვის როგორც შრომითი უსაფრთხოების წესების დარღვევისთვის, ასევე ბიზნესის ფუნქციონირებისთვის, მათ შორის არის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობაც გათვალისწინებული, ასეთი მიზანმიმართული განმრეობითი ქმედებისთვის. დღეს მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ თუ ბიზნესი, რომელსაც ჩვენ ამ ანტიკრიზისული ღონისძიების ფარგლებში ძალიან ინტენსიურად ვეხმარებით, მიზანმიმართულად დაარღვევს განსაკუთრებით იმ რეგულაციებს, რომელსაც ვაწესებთ, რა თქმა უნდა, სახელმწიფო აღარ მიიჩნევს თავს ვალდებულად ასეთი ტიპის ბიზნეს რომ დაეხმაროს. ბუნებრივია, თუ ჩვენ ვხედავთ, რომ შეზღუდვების შემსუბუქების, ეპიდემიოლოგიური ვითარების გაუმჯობესების პარალელურად, არ აქვს მნიშვნელობა რა ტიპის იქნება ბიზნესი, ეხება რესტორნებსაც, ბაზრობებსაც და სხვა ბიზნესსუბიექტებსაც, მიზანიმიმართულად აიგნორებს შეზღუდვებს, ჩვენი რეაგირება იქნება კანონის ფარგლებში.

ჩვენ ვამბობთ, რომ კანონი მოქმედებს და კანონით გათვალსიწინებული სანქციები იქნება გათვალისწინებული და ამასთან ბიზნეს არ ექნება შესაძლებლობა ისარგებლოს ყველა იმ ანტიკრიზისული პაკეტით გათვალისწინებული შეღავათებით, სუბსიდირების პროგრამებით. ჩვენ ბიზნესს სანქციების ენით არ ვესაუბრებით, ჩვენ ვთავაზობთ ბიზნეს დამატებით მხარდაჭერას, სუბსიდირებით პაკეტს, ბიზნესი თუ იქცევა უპასუხისმგებლოდ, შესაბამისად, დახმარების პასუხისმგებლობა არ აქვს სახელმწიფოს“, - განაცხადა ცქიტიშვილმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system