თავში

რა შემთხვევაში დასჭირდება საბანკო სექტორს მთავრობის დახმარება

რა შემთხვევაში დასჭირდება საბანკო სექტორს მთავრობის დახმარება
რა შემთხვევაში დასჭირდება საბანკო სექტორს მთავრობის დახმარება

covid-19-ის გავლენა საბანკო სექტორისთვის საკმაოდ მძიმეა. მომგებიანობის შეუქცევადი დინამიკა ეპიდემიის გამო საპირისპიროდ შეიცვალა და ბანკების ზარალი გაიზარდა, რის ტენდენციაც სავარაუდოდ, გაიზრდება. როგორც საბანკო სფეროს სპეციალისტი, პროფესორი გოჩა თუთბერიზე report.ge-თან ამბობს, შესაძლოა, კომერციულ ბანკებს მთავრობისა და ეროვნული ბანკის დახმარება დასჭირდეს. კერძოდ, თუთბერიძე არ გამორიცხავს, რომ სექტორს რიგი შეღავათიც კი დაუწესდეს.

,,ბანკები ზარალი თანდათან მატულობს. ეს ლოგიკურიც არის, რადგან ქვეყანა ფაქტობრივად ჩაკეტილია. აქამდე ბიზნესების ძირითადი ნაწილი ორიენტირებული იყო ტურიზმის განვითარებაზე, იქიდან გამომდინარე, რა პოლიტიკაც ახლა, ბანკების საქმიანობაზე ნეგატიურად აისახება. ცხადია, უარყოფითი ტენდენციის დაძლევა სექტორს გაუჭირდება. შესაბამისად, მოთხოვნა კრედიტების მიმართ დაიწევს, ყველა პარამეტრის მიხედვით, ბანკებში ვითარების გაუარესებაა და არა გაუმჯობესება, აქედან გამომდინარე, ზარალი გაეზრდებათ. ამიტომ მთავრობა და ეროვნული ბანკიც მზად უნდა იყვნენ, რომ ბანკებს გარკვეული დახმარება გაუწიონ. კერძოდ, უნდა მოხდეს საგადასახადო ღონისძიებების შემუშავება, რომ შეღავათები დაუწესონ. შეიძლება ეს იყოს ბიუჯეტში გადასახადის კუთხით გადადგმული ნაბიჯები ან სებ-ს დასჭირდეს გრძევადიანი სესხის მიწოდება ბანკებისთვის თუ ნეგატიური ტენდენცია გრძელვადიან პერიოდში გასტანს", - ამბობს თუთბერიძე.

რაც შეეხება ბანკების საპროცენტო განაკვეთებს, პროფესორი განცხადებით, რადგან რეფინანსირების განაკვეთზეა დამოკიდებული, გადაწყვეტიელბას სებ-ი ეკონომიკაში შექმნილი მდგომარეობის შესაბამისად მიიღებს. 

,,საპროცენტო განაკვეთები რამდენიმე ფაქტორზეა დამოკიდებული, მათ შორის, როგორ მიაწვდის სებ-ი ფულს ეკონომიკას, ასვევე დაკავშირებული რეფინანსირების განაკვეთთან, თუ დასწევს, იგი ბანკების საპროცენტო განაკვეთებზეც ასისახება, გადაწყვეტილების მიღება მთლიანად სებ-ზეა დამოკიდებული. გააჩნია, როგორი იქნება მიწოდება და რეფინანსირების სესხთან დაკავშირებული პოლიტიკა", - ამბობს თუთბერიძე. 

ცნობისთვის, კომერციული ბანკების მიერ ეროვნული ბანკისთვის წარდგენილი ფინანსური ანგარიშების მიხედვით, საქართველოში მოქმედმა კომერციულმა ბანკმა 2020 წლის პირველ კვარტალში ჯამურად 486 მილიონი ლარის ზარალი მიიღო.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system