თავში

რა შემთხვევაში მიიღებს თვითდასაქმებული მთავრობის დახმარებას

რა შემთხვევაში მიიღებს თვითდასაქმებული მთავრობის დახმარებას
რა შემთხვევაში მიიღებს თვითდასაქმებული მთავრობის დახმარებას

ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი განმარტა, თუ რა დოკუმენტები შეუძლიათ წარადგინონ თვითდასაქმებულებმა იმისთვის, რომ კომპენსაციები მიიღონ. 

მინისტრი ამბობს, რომ ზოგიერთი მათგანი შედარებით იოლად საპოვნი და დადასტურებადია, მაგალითად, მცირე და მიკრომეწარმეები და ა.შ., თუმცა ზოგიერთი შემთხვევა შედარებით რთული გადასაწყვეტია.

„მაგალითისთვის მცირე და მიკრომეწარმეებმა უნდა წარმოადგინონ მოთხოვნა, ჩვენ ვნახავთ ჰქონდათ თუ არა პირველი კვარტლის განმავლობაში რაიმე დეკლარაცია შევსებული და თუ რაიმე სახის თანხის მოძრაობა ჰქონდათ ან თუნდაც ერთი ჩეკი ამორტყმული, ეს ჩაითვლება ეკონომიკურ საქმიანობად. ასევე, სოციალურად დაუცველების ნაწილს რაც შეეხება, ზოგიერთი მათგანი თვითდასაქმებული იყო და მცირე შემოსავალი ჰქონდათ. მათ აქედან ვუპასუხებთ. არის არხები, რომლებიც იოლად არ იდენტიფიცირდება და მათ უნდა წარმოადგინონ საბუთი. მაგალითად, თუ ვინმე მუშაობდა ბაზრობაზე, მაგრამ არ ჰქონდა მცირე მეწარმის სტატუსი და იხდის ფიქსირებულ გადასახადს, ამ დროს ბაზრობის დასტური იქნება საჭირო, რომ ეს ადამიანი ნამდვილად აღნიშნულ ბაზრობაზე ვაჭრობდა. მას, ვისაც გაქირავებული ჰქონდა ფართი, უნდა წარმოადგინოს საბანკო ჩარიცხვები, რომ მას თუნდაც იანვარში ჰქონდა ჩარიცხვა და ის მიიღებს კომპენსაციას. თუ არანაირი დოკუმენტი არ აქვს, ამ შემთხვევაში ვერ ვპოულობთ გამოსავალს და სხვა პრობლემასთან გვაქვს საქმე“, - განაცხადა მაჭავარიანმა. 

ცნობისთვის, მთავრობამ ანტიკრიზისული გეგმა წარადგინა. დახმარება შესთავაზა, როგორც ფიზიკურ, ისე იურიდიულ პირებს.

300-ლარიან დახმარებას მიიღებენ თვითდასაქმებულებიც, მას შემდეგ, რაც მთავრობა მათ იდენტიფიცირებას მოახდენს.

მთავრობა უხელფასო შვებულებაში მყოფებსაც დაეხმარება.

კრიზისული მენეჯმენტისთვის ხელისუფლება 3 მილიარდ ნახევარს დახარჯავს.

მთავრობა ბანკებს 600 მილიონ ლარს მიაწვდის.

მთავრობის გადაწყვეტილებით, ეკონომიკა ექვს ეტაპად გაიხსნება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system