თავში

რა შემთხვევაში შეძლებს საქართველოს ეკონომიკა ზრდაზე გასვლას

რა შემთხვევაში შეძლებს საქართველოს ეკონომიკა ზრდაზე გასვლას
რა შემთხვევაში შეძლებს საქართველოს ეკონომიკა ზრდაზე გასვლას

2021 წელს ეკონომიკის 4.3-პროცენტიანი ზრდის ვარაუდის საფუძველს გვაძლევს ვაქცინაცია და რეგიონში მშვიდობა, - ასე ფიქრობს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ნათია თურნავა.

თურნავას ამბობს, რომ პანდემიის გამო, ქვეყნის ეკონომიკამ 2020 წელს იმაზე მეტით იზარალა, ვიდრე ვარაუდობდნენ.

"პანდემია ზოგადად არაპროგნოზირებადი პროცესია. ამიტომ ეკონომიკური ზრდა ან ვარდნაც არაპროგნოზირებადი ხდება. გარდა ამისა, ყოველთვის მნიშვნელოვან როლს ასრულებს რეგიონში მიმდინარე ვითარება. იცით, რომ ამ დროს იყო სწორედ კონფლიქტის გაღვივება აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის, რომელიც შემდგომ მშვიდობით დასრულდა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. 2021 წელს სწორედ ორი ფაქტორი გვაძლევს 4.3-პროცენტიანი ზრდის ვარაუდის საფუძველს. ერთი, ეს არის ვაქცინაცია, რომელიც უკვე დაწყებულია, მაგრამ დიდად ვართ დამოკიდებული ვირუსის შემდგომ მოქმედებასა და ვაქცინაციის ტემპზე; მეორე- რეგიონში არის მშვიდობა და ნეგატიური ფაქტორიც აღარ იარსებებს“, – განაცხადა თურნავამ და დასძინა, რომ ეკონომიკური ზრდისთვის საქართველოში გაგრძელდება სტრუქტურული რეფორმები, რაც, მინისტრის თქმით, არა უბრალოდ დააჩქარებს ზრდის პროცესს, არამედ ხარისხობრივადაც გააუმჯობესებს.

"ეს იქნება ინკლუზიური ზრდა, ანუ სიღარიბის დაძლევისკენ მიმართული ზრდა. გარდა ამისა, ავამოქმედებთ ისეთ ფაქტორებს, როგორიც არის პრივატიზაციის ახალი, ინტენსიური პოლიტიკა. გვაქვს წიაღისეულის ლიცენზიების მასშტაბური გაცემა, სახელმწიფო საწარმოების პრივატიზაცია და პარალელურად, კორპორატიზაცია და რეფორმა. ეს სამი ფაქტორი იმოქმედებს ეკონომიკური ზრდის დაჩქარების სასარგებლოდ“, - განაცხადა ნათია თურნავამ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system