თავში

რა შემთხვევაში შეიძენს ჩინეთი აშშ-სგან $20 მილიარდის პროდუქციას

რა შემთხვევაში შეიძენს ჩინეთი აშშ-სგან $20 მილიარდის პროდუქციას
რა შემთხვევაში შეიძენს ჩინეთი აშშ-სგან $20 მილიარდის პროდუქციას

ჩინეთი მომდევნო ერთ წელიწადში აშშ-ისგან $20 მილიარდის ღირებულების სასოფლო-სამეურნეო პროდუქტის შეძენას აპირებს. ინფორმაციას Bloomberg-ი ავრცელებს. გამოცემა სანდო წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში მოხდება, თუ ჩინეთსა და შტატებს შორის სავაჭრო ხელშეკრულების პირველი ეტაპი და შემდგომი მოლაპარაკებები წარმატებით წარიმართება.

აღსანიშნავია, რომ 20 მილიარდი აშშ დოლარის სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის იმპორტი შტატებთან ჩინეთს სავაჭრო ურთიერთობებს დაახლოებით, იმ დონეზე დაუბრუნებს, სანამ 2017 წელს ტრამპი სახალხო რესპუბლიკასთან საბაჟო ტარიფების დაწესებას დაიწყებდა და მხარეებს შორის სავაჭრო ომს გაამძაფრებდა.

ბიზნეს-პორტალი იუწყება, რომ იმ შემთხვევაში, თუ ვაშინგტონი ყველა სადამსჯელო ტარიფს მოხსნის, პეკინი შტატებისგან $40-50 მილიარდ სასოფლო-სამეურნეო პროდუქციას შეიძენს საბოლოო გარიგების მეორე წელსვე.

შეგახსენებთ, რომ ორივე ქვეყანა ამჟამად შეზღუდვების შემცირებაზე აქტიურად მუშაობს. ამ თვის დასაწყისში ვაშინგტონში გამართული მოლაპარაკებების შემდეგ, შტატებმა ჩინეთისთვის ოქტომბერში ტარიფების ზრდის გადაწყვეტილება გააუქმა.
თუ მხარეებს შორის მოლაპარაკებები კარგად წარიმართება, ტრამპი შესაძლოა, ნოემბერში ჩინელ კოლეგას ჩილეში შეხვდეს, სადაც Bloomberg-ის ცნობითვე, შეთანხმების გაფორმება მოხდება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system