თავში

რა შემთხვევაში შეუქმნის რეგიონის ომი ენერგეტიკულ სექტორს პრობლემას

რა შემთხვევაში შეუქმნის რეგიონის ომი ენერგეტიკულ სექტორს პრობლემას
რა შემთხვევაში შეუქმნის რეგიონის ომი ენერგეტიკულ სექტორს პრობლემას

ენერგეტიკოს გია არაბიძის შეფასებით, სომხურ-აზერბაიჯანული კომფლიქტს აზერბაიჯანიდან ელექტროენერგიის იმპორტისთვის ხელი არ შეუშლია, თუმცა სომხეთში ექსპორტი გაჩერდა. მისი თქმით, მუხრანი და სამუხი-გარდაბანის ელექტროგადამცემი ხაზზე გარკვეული პრობლემა შეიქმნა, რადგან  სომხეთის მხრიდან სარაკეტო დარტყმების გამო დაზიანდა. არაბიძის თქმით, რისკი კვლავ მაღალია, განსაკუთრებით ჰაბზე-მინგეჩაურის ელექტროსადგურზე, რა მიმართულებითაც ავიადარტყმები ხშირია. 

,,2 კვირაა, ელექტროენერგიის ექსპორტს სომხეთში არ ვაწარმოებთ. ჯერჯერობით აზერბაიჯანთან სტაბილური სიტუაციაა და კონფლიქტი ყარაბაღის ტერიტორიას თუ არ გასცდება, ენერგომომარაგების პრობლემა, წესით, არ უნდა შეგვექმნას. ჯერჯერობით სტაბილურობას ვინარჩუნებთ, მაგრამ რისკი მაინც არსებობს. ეს განსაკუთრებით მას შემდეგ გახდა აშკარა, როცა 17 ოქტომბერს, გამთენიისას, ყარაბაღის შეიარაღებული დაპირისპირების დაწყებიდან მესამე კვირის თავზე, საბრძოლო მოქმედებების გამო აზერბაიჯანიდან საქართველოში მომავალი, სამუხ-გარდაბნის საერთაშორისო მნიშვნელობის 500 კვტ-იან ელექტრო გადამცემი ხაზი დაზიანდა. მიუხედავად ამისა, აზერბაიჯანის ენერგეტიკული სექტორი გამართულია, ამიტომ, თუკი ფიზიკურად არ დაზიანდა რომელიმე თბოლელექტროსადგური და არც გადამცემი ხაზები, საფრთხე არ გველოდება. უფრო საშიში წერტილია მინგეჩაურთან არსებული ჰიდროსადგური, რაც მაღალ რისკს შეიცავს, რადგან სომხეთმა მასზე სარაკეტო იერიში მიიტანა. აზერბაიჯანული მხარე ირწმუნება, რომ მათმა საჰაერო თავდაცვის სისტემამ მოახერხა ამ სარაკეტო საფრთხის ნეიტრალიზება, თუმცა რისკი, გარკვეულ დონეზე, მაინც რჩება", - ამბობს ენერგეტიკოსი report.ge-თან. 

რაც შეეხება აზერბაიჯანიდან გაზის იმპორტს, გია არაბიძის თქმით, ამ მხრივ კიდევ უფრო მაღალია აზერბაიჯანის იმპორტზე დამოკიდებულება. ხოლო გართულება ნაკლებად მოსალოდნელია. რადგან საქართველოში აზერბაიჯანიდან გაზი შემოდის სამხეთ კავკასიური მილსადენით და ის ამარაგებს ევროპასაც. ასე რომ, როგორც ენერგეტიკოსი ამბობს, ამ მხრივ რამე პრობლემას არ ველით - არც აქამდე ყოფილა და არც მომავალშია მოსალოდნელი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system