თავში

რა შემთხვევაში ვერ დააზარალებს კომპანიებს COVID 19

რა შემთხვევაში ვერ დააზარალებს კომპანიებს COVID 19
რა შემთხვევაში ვერ დააზარალებს კომპანიებს COVID 19

სწრაფად ცვალებადი სიტუაციების დროს, მათ შორის ბიზნეს ლიდერები ისეთი კითხვების წინაშე აღმოჩნდნენ, რომელთა პასუხებიც არ აქვთ. მაგრამ კრიზისის დროსაც კი, თქვენ უნდა გქონდეთ კომუნიკაციის სტრატეგია თქვენი კომპანიის მთავარი ფიგურებისთვის.

"მაშინაც კი, თუ თქვენ ჯერ კიდევ ცდილობთ პრობლემის მოგვარებას, იყავით ღია და გულწრფელი, რათა შეინარჩუნოთ სანდოობა. თანაგრძნობით მიუდექით სიტუაციას. დააყენეთ საკუთარი თავი თქვენი კლიენტების ადგილას, რათა გაიგოთ მათი შფოთვა," - ასეთია საკონსულტაციო კომპანიის AGIC-ის რეკომენდაცია, რომელმაც ბიზნესს 5 აუცილებელი ნაბიჯის გადადგმა ურჩია იმისთვის, რომ წარმატებით გაართვას თავი კორონავირუსის გამო შექმნილ დისკომფორტს და დააღწიონ თავი უდანაკარგოდ იმ შეზღუდვებს, რაც ქვეყანაში კორონავირუსის პრევენციის გამო დაწესდა.

report.ge უცვლელად გთავაზობთ AGIC-ის ბიზნესკონსულტანტების მიერ გაწერილ ნაბიჯებს, რომლებიც კორონავირუსის მორალურ, მატერიალურ, ფინანსურ, ეკონომიკურ და ადამიანურ დანაკარგს შეგიმცირებთ.

ნაბიჯი 1: შექმენით გუნდი კომუნიკაციისთვის

საგანგებო ან სწრაფად ცვალებად სიტუაციაში, თქვენ გჭირდებათ გუნდი, რომელიც კრიზისზე სწრაფ რეაგირებას მოახდენს.

იდეალურ შემთხვევაში, ეს გუნდი უნდა იყოს მცირე, ხუთიდან შვიდ ადამიანამდე. იგი უნდა შეიცავდეს ხელმძღვანელობის გუნდის წევრს, ვინმეს კორპორატიული კომუნიკაციიდან, HR აღმასრულებელ დირექტორს და ექსპერტს არსებულ საკითხთან დაკავშირებით.

გუნდის მოვალეობები:

  1. სიტუაციის მონიტორინგის მიზნით რეგულარული შეხვედრები, რადგან იგი აგრძელებს განვითარებას.
  2. იყავით კრიზისის შესახებ ინფორმაციის ძირითადი წყარო.
  3. მთავარი ფიგურებისთვის რეგულარული სიახლეების მიწოდება.
  4. მაქსიმალურად გამჭვირვალე იყავით. ახსენით თუ რა იცით, რა არ იცით და თქვენი ინფორმაციის წყაროები.
  5. იყავით ლაკონური. ჯანმრთელობის პროფესიონალთა ან იურისტების მიერ დაწერილი გრძელი შეტყობინებებს ადამიანები ვერ გაიგებენ და არ წაიკითხავენ.
ნაბიჯი 2: თანამშრომლებთან კომუნიკაცია

თანამშრომლები თქვენს ყველაზე მნიშვნელოვან აუდიტორიას წარმოადგენს, რადგან სწორედ მათ ფუნქციაში შედის საზოგადოებასთან შუამავლის როლის შესრულება. თუ ისინი არ არიან ინფორმირებულნი და არ ესმით თუ რა ხდება, მათთვის ორგანიზაციის გარეთ კომუნიკაცია უფრო რთული იქნება. კომპანიამ უნდა აუხსნას არსებული სიტუაციის შესახებ თანამშრომლებს, დაამშვიდოს ყველა და გაუღვივოს მათ მომავლის იმედი.

თანამშრომლებთან კომუნიკაციისთვის ორგანიზაციებმა უნდა:

  1. რეგულარულად განათავსონ ინფორმაცია ყველასთვის თვალსაჩინო ადგილას. ეს შეიძლება იყოს ფიზიკური ადგილმდებარეობა ან ვირტუალური – ელ.ფოსტა, Slack ან Facebook არხი.
  2. აღწერონ როგორ მიიღეს გადაწყვეტილებები ისეთი საკითხების შესახებ, როგორიცაა მოგზაურობა, სახლიდან მუშაობა და ა.შ.
  3. კომუნიკაცია არანაკლებ ყოველ მეორე დღეს.
  4. შეეცადონ მიაწოდონ დროული ინფორმაცია და არ დაელოდონმ სანამ არ იცოდინებათ ყველა კითხვაზე პასუხი.
ნაბიჯი 3: მომხმარებლებთან რეგულარული კომუნიკაცია

თანამშრომლებთან შედარებით, მომხმარებლებთან კომუნიკაცია მოითხოვს განსხვავებულ მიდგომას. თქვენ უნდა:

  1. ყურადღება გაამახვილეთ იმაზე, თუ რა არის მომხმარებლისთვის მნიშვნელოვანი.
  2. შეძლებისდაგვარად დახმარებით უზრუნველყოფა.
  3. ყურადღება გამახვილდეს თანაგრძნობაზე იმის მაგივრად, რომ შეეცადოთ შექმნათ გაყიდვების შესაძლებლობები. კომპანიებმა უნდა გადახედონ საკუთარ სარეკლამო სტრატეგიებს, რათა ისინი უფრო მეტად შეესაბამებოდეს ამჟამინდელ ტენდენციებს.
ნაბიჯი 4: დაარწმუნეთ აქციონერები

ბოლო ორი კვირის განმავლობაში, ეპიდემიამ ინტენსიური ცვლილება გამოიწვია ფინანსურ ბაზრებზე. გთავაზობთ ამ საკონსულტაციო რჩევებს ინვესტორებთან ურთიერთობის მოსაგვარებლად:

  1. იყავით გამჭვირვალე უახლოესი გამოწვევებთან დაკავშირებულ კომუნიკაციაში
  2. გამოიყენეთ კრიზისი, კორპორაციის გრძელვადიანი საფუძვლების გაძლიერებისთვის
  3. იქონიეთ კომუნიკაცია იმის შესახებ, თუ რას აკეთებთ პრობლემასთან დაკავშირებით
ნაბიჯი 5: აქტიური იყავით საზოგადოებასთან

ის, რაც კორონავირუსის გამო ორგანიზაციების შიგნით ხდება, მის გარშემო ყველაზე ახდენს გავლენას. ორგანიზაციებმა, სულ მცირე, ყველაფერი უნდა გააკეთონ იმისათვის, რათა დარწმუნდნენ, რომ მათი ქმედებები უარყოფითად არ მოქმედებს საზოგადოებაზე, ასევე შეგიძლიათ იფიქროთ კრიზისზე, როგორც აუდიტორიასთან ურთიერთობების გაღრმავების საშუალებაზე:

  1. კარანტინში მყოფი პირებისთვის, დასუფთავების საშუალებების ან საკვების მიწოდება.
  2. ადგილობრივი მედიისთვის ინფორმაციის მიწოდება, რათა ხელი შეუწყოს საზოგადოების დამშვიდებას და თქვენი ორგანიზაციის სანდოობის ამაღლებას.
  3. უზრუნველყოს გამჭვირვალეობა იმის შესახებ, თუ რა ხდება კომპანიის შიგნით.

ასევე შეგიძლიათ გაუზიაროთ ის გზები, რომლითაც ეხმარებით თქვენს ადგილობრივ, ეროვნულ ან გლობალურ საზოგადოებას კრიზისში.

გაურკვევლობასთან გამკლავებისას, ლიდერებმა უნდა შეხედონ კომუნიკაციას აუდიტორიის პერსპექტივიდან გამომდინარე და თანაგრძნობა გამოხატონ მათ მიმართ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system