თავში

რა შემთხვევაში ვერ მიიღებთ კომპენსაციას

რა შემთხვევაში ვერ მიიღებთ კომპენსაციას
რა შემთხვევაში ვერ მიიღებთ კომპენსაციას

შემოსავლების სამსახურის განცხადებით, კომპენსაციის გაცემის ხელისშემშლელ გარემოებად აღარ განიხილება ხელფასი, რომელიც 10 ლარს არ აღემატება, გამოდის, რომ თუ 10 ლარზე მეტის ხელფასი დაგერიცხათ, მთავრობისგან კომპენსაციას ვერ მიიღებთ. 

აქამდე თუ დასაქმებულს თვის განმავლობაში მინიმალური თანხა მაინც ერიცხებოდა, ის კომპენსაციას ვერ იღებდა, ცვლილებების შემდეგ კი,10 ლარის ფარგლებში თანხის ჩარიცხვა ხელისშემშლელი ფაქტორი არაა, მაგრამ თუ მოქალაქეს 10 ლარზე მეტი ოდენობის ხელფასი ჩაერიცხა, ის 200-ლარიან კომპენსაციას ვერ აიღებს.

ცნობისთვის, საქართველოს მთავრობის 2020 წლის 4 მაისის N286 დადგენილებაში შესული ცვლილების შედეგად, კომპენსაციას მიიღებენ ის პირებიც, რომლებიც ეწეოდნენ დაქირავებით საქმიანობას 2019 წლის ივლისი-დეკემბრის თვეებიდან ნებისმიერ უწყვეტ სამ თვეს (რაც უნდა დასტურდებოდეს დამქირავებლის მიერ საგანგებო მდგომარეობის პერიოდის დასრულებამდე წარდგენილი სსკ-ის 154-მუხლით გათვალისწინებული ინფორმაციით) და 2020 წლის 1 ივლისამდე დამქირავებლისგან არ მიუღიათ ხელფასი.

კომპენსაცია გაიცემა იმ შემთხვევაშიც, თუ მიმდინარე წლის მაისში პირზე ფიქსირდება ხელფასის გაცემა, მაგრამ ივნისსა და შემდგომ თვეებში ადგილი არ ჰქონია ხელფასის სახით თანხების ჩარიცხვას.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system