თავში

რა შემთხვევაშია მზის პანელები უალტერნატივო

რა შემთხვევაშია მზის პანელები უალტერნატივო
რა შემთხვევაშია მზის პანელები  უალტერნატივო

ენერგეტიკოს გია არაბიძის შეფასებით, ყველა იმ სოფელში, სადაც ელექტროენერგიის ქსელი ძნელად განხორციელებადია ან დიდ დანახარჯთან არის დაკავშირებული, მზის პანელების გამოყენებას ალტერნატივა არ აქვს. ამ თვალსაზრისით, როგორც ენერგეტიკოსი ამბობს, მნიშვნელოვანი პროექტი განახორციელა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ USAID-ის დახმარებით, რაც მისი თქმით, გულისხმობს დაახლოებით, 2-3 კვტ/სთ ელექტროენერგიის მიწოდებას ოჯახისთვის.

,,მზის პანელებით ძირითადად იმ სოფლების უზრუნველყოფა ხდება, სადაც ელექტროენერგიის ქსელი არ შედის. შესადარებელია, რა დაჯდება ქსელის შეყვანა იმ სოფელში, სადაც ცოტა კომლი ცხოვრობს და რა ჯდება მათი ელექტროენერგიით მომარაგება მზის პანელების საშუალებით. აღსანიშნავია, რომ ყველა პატარა კომპაქტურად თუ არაკომპაქტურად დასახლებულ მოსახლეობამდე ექლექტროენერგიის ქსელის მიყვანა საკმაოდ ძვირი ჯდება.  კასპის ერთ-ერთ სოფელში განხორციელდა მსგავსი პროექტი ამ რამდენიმე წლის წინ, მაშინაც, USAID-ის დახმარებით. გვთხოვეს, რომ გვემუშავა  ქსელის ელექტრომომარაგებაზე სოფელში, სადაც 51 კომლი ცხოვრობდა, მაგრამ მუდმივად მაცხოვრებელი მხოლოდ 11 ოჯახი იყო. ძველი ქსელებიდან ფაქტობრივად არაფერი იყო დარჩენილი. ხარჯი წინასწარ დავთვალეთ, სოლიდურ თანხაზე გავედით, ამიტომ როცა ალტერნატივა არის, მზის პანელების მონტაჟი რიგი სოფლებისთვის საუკეთესო გამოსავალია. ეს არის დაახლოების 2-3 კვტ/სთ ელექტროენერგიის მიწოდება ოჯახისთვის. ამიტომ, თუ თუ ქსელი არ არსებობს და თავიდან არის ასაშენებელი, სჯობს,  მზის პანელები მოეწყოს", - განმარტავს ენერგეტიკოსი.  

ცნობისთვის, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, მზის პანელები დამონტაჟდა საქართველოს შვიდი რეგიონის იმ სოფლებში, სადაც მუდმივი მცხოვრებლები არიან, კერძოდ: მცხეთა-მთიანეთის, შიდა ქართლის, სამცხე-ჯავახეთის, იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთის, კახეთისა და აჭარის 16 მუნიციპალიტეტის 87 სოფლის 207 ოჯახში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system