თავში

რა შენიშვნები აქვთ ინფრასტრუქტურულ პროექტებთან

რა შენიშვნები აქვთ ინფრასტრუქტურულ პროექტებთან
რა შენიშვნები აქვთ ინფრასტრუქტურულ პროექტებთან

სატრანსპორტო პლატფორმის HUB - Georgia-ს ოფისში გაიმართა, შუალედური მუშა შეხვედრა საკითხზე "დაგეგმილი და განუხორციელებლი სატრანსპორტო ინფრასტრუქტურული პროექტები". მუშა შეხვედრაზე განხილული იყო საყრდები სატრანსპორტო საგზაო პროექტების მიმდინარეობა, რომელიც კრავს აღმოსავლეთ დასავლეთ და ჩრდილოეთ სამხრეთ მაგისტრალების შემადგენელ პროექტთა ერთობლიობას.

ორგანიზაციამ კვლევის დასკვნები report.ge-ს მოაწოდა.  HUB - Georgia-ს კვლევამ წარმოაჩინა:

1. კვლევის ფარგლებში შესწავლილი იყო, „სტრატეგიული გზების მშენებლობა - რეაბილიტაციის პროექტები“, სულ 21 პროექტი, რომელიც წარმოადგენს 2018 წელს დაანონსებული ქვეყნის სივრთითი მოწყობის, ძირითად, აღმოსავლეთ - დასავლეთ და ჩრდილოეთ - სამხრეთ მაგისტრალების შემადგენელ პროექტთა ერთობლიობას. კვლევით დასტურდება, რომ სადღეისოდ არცერთი დაპირებული 21 პროეტიდან დასრულებეული არ არის, ამასთან, სამშენებლო სამუშაოებების დასრულების დაანონსებულ ვადებში ნათლად ჩანს დისპოპორცია, რაც გამოიხატება იმაში, რომ მინისტრთა ერთი კაბინეტის მეორე კაბინეტით ჩანაცვლების შედეგად, წინა კაბინეტის მიერ დაანონსებული პროექტების განხორციელების ვადებზე მიღებული გადაწყვეტილებები, ხშირ შემთხვევებში უგულებელყოფილია, რაც უარყოფითად მოქმედებს - ქვეყნის მდგრად განვითარებაზე;

2. სტრატეგიული გზების მშენებლობა - რეაბილიტიცაციის 21 პროექტის უმეტესობის განხორცილებებაზე დაპირება, ინდივიდუალურად, გაცემულია 2012 წელს „ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს“ წინა საარჩევნო პერიოდში, პარტიის ხელმძღვანელის ბ.ივანიშვილის მიერ, დაპირებიდან თითქმის 10 წელია გასული და არცერთი პროექტი დასრულებული არ არის, რიგი პრექტები ჯერაც პროექტირების პროცესშია, რიგზე მიმდინარეობს სატენდერო პროცედურები, პროექტების უმეტესების დასრულების ვადების კორექტირება ორჯერ, ზოგჯერ სამჯერ განხორციელდა და სრულად დასრულება - 2024 წლისთვისაა დაანონსებული. დროის 10 წლიანი პერიოდი სავსებით საკმირისით იყო ქვეყნისათვის ესოდენ მნიშვნელოვანი სტრატეგიული საყრდენი სატრანსპორტო საავტომობილო ქსელის შესაქმნელად;

3. სტრატეგიული საყრდენი სატრანსპორტო საავტომობილო ქსელის მშენებლობის დაბალმა ტემპმა, გამოიწვია მსოფლიო ბანკის გლობალური კონკურენტუნარიანობის ინდექსის მიხედვით, საქართველოს საავტომობილო გზების ხარისხის მაჩვენებლის გაუარესება, კერძოდ თუ ამ მაჩვენებლით 2012 წელს საქართველო - 56 - ე ადგილზე იმყოფებოდა 2019 წელს - 81 -ე ადგილზეა, მისი პიზიცია 25 ადგილით გაურესდა;

4. გლობალური კონკურენტუნარიანობის ინდექსის 25 საფეხურით გაუარესება პირველ რიგში განპირობებულია იმით, რომ რეგიონის ქვეყნებმა საკუთარი საავტომობილო ქსელის გასაუმჯობესებლად მნიშვნელოვანი ინვესტიციები ჩადეს და საგრძნობ პროგრესს მიაღწიეს, კერძოდ, მსოფლიო ბანკის კრიტერიუმებით 2012 და 2019 წლების შედარებისას - აზერბაიჯანმა წინ წაიწია 40 საფეხურით, რუსეთმა 37 საფეხურით, ბულგარეთმა - 27 საფეხურით, ყაზახეთმა 24 საფეხურით, უკრაინამ - 23 საფეხურით, ყირგიზეთმა - 20 საფეხურით, მოლდოვამ - 15 საფეხურით, თურქეთმა - 12 საფეხურით, ამ ქვეყნების ფონზე საქართველოს საავტომობილო გზების ინფრასტრუქტურა 25 საფეხურითაა გაუარესებული;

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system