თავში

რა შესაძლებლობას აძლევს შეზღუდვების მოხსნა ეკონომიკას

რა შესაძლებლობას აძლევს შეზღუდვების მოხსნა ეკონომიკას
რა შესაძლებლობას აძლევს შეზღუდვების მოხსნა ეკონომიკას

ბიზნესის სამართლის იურისტი აკაკი ჩარგეიშვილი ეკონომიკის ეტაპობრივის გახსნის გეგმას იწონებს. მისი თქმით,  ანალოგიურ პროცესებს გადიან მსოფლიოს წამყვან ქვეყნებში, რაც თითქმის ყველგან შეიძლება გახდა უკმაყოფილების მიზეზი, თუმცა მთავრობა ასრულებს ეპიდემიოლოგთა რეკომენდაციებს და ვერც ერთ შემთხვევაში ვერ გარისკავს ნებართვის ერთიანად დაშვებას, როცა ვირუსის რისკი ჯერ კიდევ მაღალია.

,,სასწორის ერთ პინაზე დგას რეალურად ადამიანის სიცოცხლე, რომელზეც უნდა ზრუნავდეს სახელმწიფო, ამიტომ უსაფრთხო გარემოს ჩამოყალიბება მტავარი პრიორიტეტია. ამავე დროს, სასწორის მეორე პინაზეა ეკონომიკა, მოსახლეობის ფინანსური კეთილდღეობა ანუ ბიზნესი და ადამიანები. ასეთ შემთხვევაში ჩვენ გვინდა მუშაობა, ეკონომიკის გახსნა სოციალური პირობების შესაბამისად და სხვა.  ეს ტენდენცია არ არის მხოლოდ საქართველოსთვის დამახასიათებელი. უნდა წარმოვიდგინოთ, რომ არსებობს ეკონომიკური გუნდი და ამავდროულად სამეცნიერო სივრცე, ეპიდემიოლოგების ჩართვით. მთელ მსოფლიოში ყველგან დიდი დაპირისპირებაა. მიუხედავად იმისა, რომ ქვეყნებმა ვაქცინაციის პროცესი დაიწყეს, ეკონომიკურ გუნდსა და ჯანდაცვის სექტორს შორის აზრთა სხვადასხვაობაა შეზღუდვებთან დაკავშირებით.  თუმცა საბოლოოდ ექიმების რეკომენდაციის გათვალისწინებით წყდება საკითხები.  ასეთი კოორდინაციის საფუძველია ისიც, რომ ბაიდენმა ქვეყნის სათავეში მოსვლის მეორე დღესვე განკარგულება გასცა, რომ კოვიდთან ბრძოლის მიზნით, მიუხედავად იმისა, წარმოდგენილი იქნება თუ არა უარყოფითი ტესტი, მოქალაქეებს კარანტინის გავლა მაინც მოუწევს. საქართველოს შემთხვევაში, მაქსიმალურად არის გაზიარებული სპეციალისტების რჩევა, რათა არ დაეშვათ, რომ გახსნის მექანიზმი ერთდროულად ამუშავებულიყო", - აცხადებს აკაკი ჩარგეიშვილი და დასძენს, რომ ეტაპობრივი გახსნის მიუხედავად, ეკონომიკას რეცესიიდან გამოსვლა დიდი ხნის განმავლობაში გაუჭირდება, ამიტომ სამომავლოდ გასატარებელია ისეთი ღონისძიებები, რომელიც ბიზნესის გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს.

,,ეკონომიკის გახსნა თავისთავად არ ნიშნავს ეკონომიკის აგუგუნებას, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით. კარგია, რომ ვაძლევთ ეკონომიკურ სუბიექტებს საქმიანობის გაგრძელების შესაძლებლობას, მაგრამ ამას ბიზნესის კეთილდღეობა, ბრუნვის გაუმჯობესება დიდხანს ვერ მოყვება. უფრო მეტად უნდა ვიყოთ კონცენტრირებული, გარემოებებს მოვერგოთ და ისეთი ღონისძიებები განვახორციელოთ, რომელიც ბიზნესის გარემოს გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს, მდგრადი ეკონომიკის გეგმაზომიერი მექანიზმი გვჭირდება. ერთია, რომ ეკონომიკა იხსნება, მაგრამ მეორეა ხელმისაწვდომობა, რომ მსყიდვითუნარიანობა გაუმჯობესდეს, ამაზე უნდა გაკეთდეს აქცენტი", - დასძენს ჩარგეიშვილი.

აღსანიშნავია, რომ ქვეყანაში დღეს მოქმედი შეზღუდვების ეტაპობრივი მოხსნის გეგმა დაამტკიცა უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ დღევანდელ სხდომაზე, რომელიც პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.

როგორც მთავრობაში აცხადებენ, მიღებული გადაწყვეტილებები ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის ანალიზს ეფუძნება და მოიცავს ფრთხილ ნაბიჯებს, რათა შეზღუდვების შედეგად მიღწეული სტაბილიზაციის შემდეგ, ქვეყანაში ინფიცირების მაჩვენებლები კვლავ მნიშვნელოვნად არ გაიზარდოს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system