თავში

რა შესაძლებლობებს აჩენს TAP-ი

რა შესაძლებლობებს აჩენს TAP-ი
რა შესაძლებლობებს აჩენს TAP-ი

"TAP– ს შეუძლია ხელი შეუწყოს სამხრეთ – აღმოსავლეთ ევროპაში გაზის მიწოდებას ინტერკავშირის საშუალებით, რომელიც მომავალში აშენდება," ამის შესახებ აზერბაიჯანული მედია იუწყება. 

სტატიის ბოლოს, რომელშიც TANAP– ის კონსორციუმის გენერალური დირექტორი სალტუქ დუზიოლი გაზის სამხეთ კორიდორის მნიშვნელობასა და სამომავლო გეგმებზე საუბრობს, მოყვანილია ბულგარეთის მაგალითი და ნათქვამია, რომ ამ ქვეყანას TAP– ით შეუძლია დაიკმაყოფილოს გაზის საჭიროების 33%-ი. აქვე განმარტებულია, რომ ამით ბულგარეთის გაზმომარაგების უსაფრთხოება ერთმნიშვნელოვნად გაიზრდება. 

სტატიის ბოლოს ასევე ხაზგასმულია ისიც, რომ TAP– ის საბერძნეთსი, ალბანეთს ადა იტალიაში გასვლით, აზერბაიჯანს ეძლევა შესაძლებლობა გაზი ევროპის სხვა წერტილებამდეც მიიტანოს. 

"მაგალითად, ბულგარეთს საშუალება ექნება გაზარდოს მომარაგების უსაფრთხოება TAP– ით ბუნებრივი გაზის საჭიროების 33% -ის დაკმაყოფილებით. TAP– ის გასასვლელი პუნქტები საბერძნეთსა და ალბანეთში, აგრეთვე იტალიაში, იძლევა აზერბაიჯანული გაზის ევროპის სხვა ქვეყნებში ტრანსპორტირების შესაძლებლობებს," - ვკითხულობთ სტატიაში.

TAP- ის აქციონერები არიან:  SOCAR (20%), BP (20%), Snam (20%), Fluxys (19%), Enagás (16%) და Axpo (5%).

ცნობისთვის, 2021 წლიდან აზერბაიჯანის შაჰ-დენიზის საბადოდან ევროკავშირში სამხრეთის გაზის დერეფნის მილსადენის სისტემის მეშვეობით გაზის მიწოდება დაიწყო. სამხრეთი გაზის კორიდორი უზრუნველყოფს აზერბაიჯანული შაჰ დენიზის საბადოს ბუნებრივი გაზის თურქეთსა და ევროგაერთიანების ქვეყნებში მიწოდებას, საქართველოს, თურქეთის, საბერძნეთისა და ალბანეთის ტერიტორიების გავლით. იგი ევროკავშირის 7 ქვეყნისა და თურქეთის 10 მსხვილ შემსყიდველს მოემსახურება.

სამხრეთი გაზის კორიდორი სამი მილსადენის - „სამხრეთ კავკასიური მილსადენის გაფართოება“ (SCPX), „ტრანს-ანატოლიური“ (TANAP) და „ტრანს-ადტრიატიკული“ მილსადენების (TAP) პროექტისაგან შედგება.

სამხრეთის გაზის დერეფნის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კომპონენტი -ტრანსანატოლიური მილსადენის პროექტი (TANAP) საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ, თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანთან და აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან ერთად, 2019 წელს გახსნა.

გაზის სამხრეთ ენერგოდერეფანში საქართველო მასპინძელი ქვეყანაა, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველო, მოქმედი სამთავრობათაშორისო და მასპინძელი ქვეყნის შეთანხმებებით და შესაბამისი ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულებებით, შეღავათიან ფასებში - საბაზრო ფასთან შედარებით დაახლოებით 2-ჯერ და მეტად ნაკლები ფასით მიიღებს გაზს სამხრეთ კავკასიურ მილსადენის პროექტიდან. ოპციური გაზის კონტრაქტი საშუალებას იძლევა მიღებულ იქნეს გატარებული გაზის 5 %-მდე მოცულობის გაზი ყოველწლიურად. კონტრაქტი ძალაშია 2066 წლამდე. დამატებითი გაზის კონტაქტი ძალაშია 2026 წლამდე და საქართველო, ამ კონტრაქტით, ყოველწლიურად 500 მლნ მ3-მდე გაზს მიიღებს.

ყველაფერს tap-ზე, ასევე tanap-სა და სამხრეთ გაზის კორიდორზე, ასევე აზერბაიჯანულ გაზზე, გაეცანით report.ge-ს ანალიტიკაში. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system