თავში

რა შესთავაზა ევროპამ უმუშევრად დარჩენილ მიგრანტებს

რა შესთავაზა ევროპამ უმუშევრად დარჩენილ მიგრანტებს

რა გამოწვევების წინაშე აღმოჩნდნენ უცხო ქვეყნის მოქალაქეები კორონავირუსის გავრცელების შემდეგ ევროპაში, და რამდენად ეფექტიანად მართავენ ევროპის ქვეყნები მიგრაციულ პროცესებს პანდემიის დროს, - ეს საკითხები განხილულია „უფლებები საქართველოს“ მიერ მომზადებულ კვლევაში, რომელიც 2020 წლის ოქტომბერში მომზადდა.

დოკუმენტის მიხედვით, კორონავირუსით გამოწვეულ პრობლემებს შორის ბიზნესსექტორი მნიშვნელოვნად დაზარალდა, რის შედეგადაც უამრავმა ადამიანმა დაკარგა სამსახური და შემოსავლის წყარო.

"ამ დროს განსაკუთრებით რთულ სიტუაციაში აღმოჩნდნენ მიგრანტები, რადგანაც დროებითი ბინადრობის ნებართვა ხშირად პირდაპირ არის მიბმული მათ სამსახურთან და შემოსავალის ოდენობასთან. ძირითად შემთხვევაში ევროპის ქვეყნებში იმ მიგრანტებისთვის, რომლებმაც კორონავირუსის გამო დაკარგეს სამსახური ავტომატურად არ შეუჩერდათ ბინადრობის ნებართვები, არამედ შეუნარჩუნდათ ვადის გასვლის თარიღამდე ანდა კონკრეტულ პერიოდამდე იმ მიზნით, რომ ახალი სამუშაო ადგილი ეპოვათ," - ვკითხულობთ კვლევაში.

აქვე აღნიშნულია, თუ როგორ დაეხმარა ევროკავშირის ქვეყნების ხელისუფლება უმუშევრად დარჩენილ მიგრამტებს:

• შვედეთში უმუშევრად დარჩენილებს ახალი სამსახურის პოვნისთვის მიეცათ 3 თვე, რის შემდეგაც აუცილებლად უნდა მიემართათ მიგრაციის სამსახურისთვის და მოეთხოვა ახალი შრომითი ბინადრობის ნებართვა, თუ ამ დროის განმავლობაში ვერ იპოვიდნენ ახალ სამსახურს მაშინ ვერ განაახლებდნენ ნებართვასაც.

• სლოვაკეთში 2021 წლისთვის შრომითი ბინადრობის ნებართვების განახლებისთვის გააუქმეს მანამდე არსებული წესი მინიმალური შემოსავლის/მოგების არსებობის შესახებ.

• ჩეხეთში გამარტივებული და სწრაფი პროცედურები დაადგინეს იმ მიგრანტებისთვის ვინც დაკარგა სამუშაო ადგილი და დასაქმებას კოვიდის მიერ გამოწვეულ კრიზისულ სფეროებში გეგმავს (მაგ. სამედიცინო ნიღბების წარმოება).

• ბელგიაში კორონას გამო დროებით უმუშევრობის დღეები განიხილებოდა, როგორც დასაქმებული დღეები და მესამე ქვეყნების მოქალაქეებს, რომლებმაც კორონა ვირუსის გამო ვერ შეძლეს მინიმალური ანაზღაურების მიღება არ იმოქმედა მათ უფლებაზე ლეგალურად დარჩენილიყვნენ ქვეყანაში.

• იტალიაში სეზონური სამუშაოს შესრულების მიზნით გაცემული ბინადრობის ნებართვები, რომლებსაც ვადა 31 მაისამდე ჰქონდათ გახანგრძლივდა 31 დეკემბრამდე, პორტუგალიაში კი 30 ივლისამდე.

კვლევაში ასევე აღნიშნულია, თუ რა ბენეფიტი მოუტანა უმუშევრობამ მიგრანტებს. აღმოჩნდა, რომ რიგმა ქვეყნებმა უმუშევრად დარჩენულ მიგრანტებს არა მარტო გაუხანგრძლივეს ბინადრობის ნებართვები, არამედ მათ უმუშევრობის ბენეფიტებზე (unemployment benefits) წვდომაც კი მიანიჭეს:

  • საფრანგეთმა უმუშევრად დარჩენილი მიგრანტებისთვის უზრუნველყო ფინანსური
  • დახმარება იმ მიზნით, რომ არ შეეწყვიტათ სამუშაო კონტრაქტები.
  • ჰოლანდიაში კორონავირუსით გამოწვეულ კრიზისის პერიოდში მეწარმეებს
  • (entrepreneurs), რომლებიც ჰოლანდიის ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ ე. წ. სტარტაპ (start-up) ვიზით ანდა იყვნენ თვითდასაქმებულები, შეეძლოთ ფულადი დახმარების ან სესხის მიღება ბიზნესის კაპიტალის მხარდაჭერის მიზნით. მსგავსი პროგრამა განახორციელეს ლუქსემბურგშიც.
  • ესპანეთში მიგრანტებმა მიიღეს ყველა ის სერვისი, რაც მთავრობამ საკუთარი
  • მოქალაქეებისთვის უზრუნველყო. თუმცა, იმისათვის რომ უმუშევრად დარჩენილის დახმარება მიგეღო უნდა გეჩვენებინა, რომ ბოლო 6 წლის განმავლობაში მინიმუმ 360 დღე მუშაობდი.
  • ბელგიაში კი უმუშევრად დარჩენილ ადამიანს არ სჭირდებოდა სპეციალური
  • მოთხოვნების დაკმაყოფილება და იმის დამტკიცება მუშაობდა თუ არა საკმარისი დღეები.
  • სხვა ქვეყნებმა, მათ შორის ბრიტანეთმა არ შეცვალა მიგრანტებისთვის შრომითი
  • ბინადრობის ნებრათვების ხანგრძლივობა და არც ბენეფიტებზე ხელმისაწვდომობა მიანიჭა.
    ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

    კატეგორიის სხვა ახალი ამბები

    ბოლო სიახლეები

    ბოლო სიახლეები



    orphus_system