
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ, რომელიც ჩინეთში ვიზიტის ფარგლებში შანხაის საერთაშორისო იმპორტის გამოფენას ეწვია და საქართველოს პავილიონი, ქართული კომპანიების სტენდები დაათვალიერა.
საქართველო შანხაის იმპორტის რიგით მეორე ექსპოზე მეორედ მონაწილეობს. ამჯერად ადგილობრივი დისტრიბუტორებისა და დამთვალიერებისთვის 33 კომპანიამ წარმოადგინა სტენდები. მათი დიდი ნაწილი ღვინის მწარმოებლები იყვნენ, რომელიც 2018 წლის მაჩვენებლით ქართული ღვინის მესამე მსხვილი საექსპორტო ბაზარია რუსეთისა და უკრაინის შემდეგ.
გამოფენის პირველივე დღეს ღვინის ერთ-ერთმა ქართულმა კომპანიამ, რომელიც შანხაის ექსპოზე წელს პირველად მიიღო მონაწილეობა, 1 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის მემორანდუმი გააფორმა, რომელიც მისი პროდუქციის ჩინურ ბაზარზე შეტანას ითვალისწინებს.
საქართველოს პავილიონში ასევე მონაწილეობდნენ ქართულ - ჩინური კომპანიებიც, მათ შორის იყო ჩაის საწარმო, რომელსაც მაღალი ხარისხის ჩაი წალენჯიხის მუნიციპალიტეტში მოჰყავს, იქვე აფასოებს და საბოლოო პროდუქციას ჩინეთში ყიდის. როგორც საწარმოს წარმომადგენლებმა აღნიშნეს, საქართველოში არსებობს მაღალი ხარისხის ჩაის წარმოების შესაძლებლობა, რომლის გაყიდვაც ჩინეთში და სხვა ქვეყნებშიც შეიძლება.
ქართულ კომპანიათა შორის დიდი ნაწილი სურსათის, აგრეთვე ღვინისა და უალკოჰოლო სასმელების მწარმოებლები იყვნენ. ამასთან, შანხაის ექსპოზე წარმოდგენილი იყო ტყავეულისა და ტექსტილის ქართველი მწარმოებლები, რომლებიც დამთვალიერებლებს მაღალი ხარისხისა და ორიგინალურ პროდუქციას, ასევე მათ საწარმოო შესაძლებლობებს აცნობდნენ.
ნათია თურნავა ხვალ, 7 ნოემბერს, სიტყვით გამოვა შანხაის საერთაშორისო იმპორტის ექსპოს პარალელურად გამართულ ფორუმზე, რომელიც საერთაშორისო ვაჭრობასა და ლოგისტიკაში თანამშრომლობის საკითხებს შეეხება.
ბელა გელაშვილი
ავტორი