თავში

რა შეცვალა რეგულაციამ მიკროსაფინანსოების საქმიანობაში

რა შეცვალა რეგულაციამ მიკროსაფინანსოების საქმიანობაში
რა შეცვალა რეგულაციამ მიკროსაფინანსოების საქმიანობაში

მიკროსაფინანსო ორგანიზაციებისთვის რეგულაციების გავლენა საკმაოდ მძიმე იყო და მათი რაოდენობა საგრძნობლად შეამცირა. თუმცა სექტორის მომგებიანობაზე დიდად არ უმოქმედია. 2019 წელს, როდესაც მისო-ები მასიურად რეგულაციებთან ადაპტირებას ცდილობდნენ, დარგმა წელი 42 მილიონიანი მოგებით დაასრულა. 

სიძნელის მიუხედავად, როგორც მიკროსაფინანსო ორგანიზაციების სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე არჩილ ბაკურაძე აცხადებს, ყველა წინაპირობაა, რომ  მიმდინარე კრიზისს ჯანსაღად გაუმკლავდნენ. კონკურენტუნარიანობის შენარჩუნებას ბაკურაძე სწორედ გაწეულ რეგულაციებს უკავშირებს და აცხადებს, რომ გამოწვევას მიკროსაფინანსოების უმეტესობა მაღალი ხარისხის, ნაკლებად რისკიანი სერვისებით შეხვდა.

,,რეგულაციების გავლენამ გამოიწვია 2ცვლილება: გაუმჯობესდა სესხების გაცემის წესი და პირობები გამკაცრდა, რის დამსახურებითაც დღეს ნაკლებად ხდება სესხის გაფუჭება ანუ უმოქმედო სესხად გადაქცევის ნაკლები შემთხვევებია. შესაბამისად, სექტორი შოკის მიმართაც მეტად მედეგია. ამიტომ უფრო მომზადებული, მაღალი ხარისხით პორტფელებით შევხვდით სექტორის გამოწვევას. გარდა ამისა, რეგულაციის მეორე მხარე არის სტანდარტი, რაც ძალიან ამაღლდა და ამის შედეგად კაპიტალის მოცულობა გაიზარდა. ჩვენ შევძელით, რომ გარკვეული რესურსი დაგვერეზერვებინა ამ ზარალებისთვის, რამაც უფრო ქმედითუნარიანი გაგვხადა. დღეს შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ რამაც გაგვირთულა 2019 წელს მდგომარეობა, გამოგვადგა, წინ დაგვხვდა დღეს, როცა მომზადებული შევხვდით კრიზისს. ძალიან აქტიურად მიდის მუშაობა მიმდინარე პერიოდშიც. მნიშვნელოვანია საზედამხედველო ჩარჩოს შემდგომი განვითარება და ახლა გადის ეს ეტაპი, უამრავი ღონისძიება ჩატარდა ბოლო 2 თვეში ეროვნული ბანკისა და მთავრობის მიერ, რამაც მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი. კერძოდ, ლიკვიდობის მექანიზმი შეიქმნა, რამაც შედარებით იაფ კაპიტალზე გაგვიმარტივა წვდომა. საკრედიტო საგარანტიო მექანიზმის ჩართვაზე ვმუშაობთ ეკონომიკის სამინისტროსთან ერთად და სხვა მრავალი ღონისძიებაა, რომელიც სექტორს ეხმარება უფრო შეუფერხებლად გააგრძელოს პროდუქტების მიწოდება და აქტიური იყოს", - განუცხადა ბაკურაძემ report.ge-ს.

მისი თქმით, მიკროსაფიანნსო სექტორი ფინანსური ბაზრის 5%-ზე მეტს არ მოიცავს, ფარავს მოსახლეობის მესამედს, რომლის უმეტესობა მცირე და საშუალო ბიზნესია. 

შეგახსენებთ, რომ 2019 წელს მიკროსაფინანსო ორგანიზაციების რაოდენობა 19-ით შემცირდა. სექტორს ყველაზე მეტად საპროცენტო ზედა ზღვრის დაწესებამ დაარტყა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system