თავში

რა შეცვალა შრომის ახალმა კანონმა დასაქმებულებისთვის

რა შეცვალა შრომის ახალმა კანონმა დასაქმებულებისთვის
რა შეცვალა შრომის ახალმა კანონმა დასაქმებულებისთვის

უფლებადამცველები შრომის კანონში შესულ სიახლეებს მიმოიხილავენ. 

შრომის ახალ კანონში განისაზღვრა დამსაქმებელის ვალდებულება - უზრუნველყოს ქალისა და მამაკაცის მიერ შესრულებული თანაბარი სამუშაოსთვის თანაბარი ანაზღაურების გადახდის პრინციპი.

ახალი რეგულაციით შემოდვიდა სამუშაოს გონივრული მისადაგების პრინციპი, კერძოდ, თუ ორსულობის პერიოდში ან ახალნამშობიარები ან მეძუძური ქალის შემთხვევაში, დასაქმებულის მდგომარეობა სამედიცინო დასკვნის საფუძველზე, არ იძლევა შრომითი ხელშეკრულებით განსაზღვრული სამუშაოს შესრულების შესაძლებლობას, მას გონივრული მისადაგების ფარგლებში უფლება აქვს, მოითხოვოს, იმავე დამსაქმებელთან, თავისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესაბამისი სამუშაოს შესრულება. ორსულობის პერიოდში, ასევე ახალნამშობიარები ან მეძუძური ქალის სამუშაო პირობების შემსუბუქების ან მისი მსუბუქ სამუშაოზე გადაყვანის შეუძლებლობის შემთხვევაში, სამედიცინო დასკვნაში მითითებული ვადის, აგრეთვე ორსულობის, ახალნამშობიარობის და მეძუძურობის ფაქტის გათვალისწინებით, დასაქმებული თავისუფლდება შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებული მოვალეობების შესრულებისაგან. შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებული მოვალეობების შესრულებისაგან გათავისუფლების პერიოდში, დასაქმებულის შრომის ანაზღაურების საკითხი განისაზღვრება დასაქმებულისა და დამსაქმებლის შეთანხმებით.

კოდექსით პირდაპირ გაიწერა დასაქმებულის უფლება - ორსულობისა და მშობიარობის გამო შვებულების, ბავშვის მოვლის გამო შვებულების, ახალშობილის შვილად აყვანის გამო შვებულების დასრულების შემდეგ დაბრუნდეს იგივე სამუშაოზე იმავე შრომის პირობებით, ასევე ისარგებლოს ნებისმიერი გაუმჯობესებული შრომის პირობებით იმ ფარგლებში, რისი მიღების უფლებაც მას ექნებოდა შესაბამისი შვებულებით რომ არ ესარგებლა.განისაზღვრა სტაჟიორის ცნებას. სტაჟიორი - ფიზიკური პირი, რომელიც ანაზღაურების სანაცვლოდ ან მის გარეშე, დამსაქმებლისათვის ასრულებს გარკვეულ სამუშაოს კვალიფიკაციის ამაღლების, პროფესიული ცოდნის, უნარების ან პრაქტიკული გამოცდილების მიღების მიზნით. 

ცვლილების მიხევდით პირდაპირ ეთითება, რომ სტაჟიორი არ ანაცვლებს დასაქმებულს. დამსაქმებელს უფლება არ აქვს აიყვანოს სტაჟიორი იმ დასაქმებულის ნაცვლად, რომელთანაც შეჩერდა ან/და შეწყდა შრომითი ურთიერთობა. არანაზღაურებადი სტაჟირების ვადა არ უნდა აღემატებოდეს 6 თვეს, ხოლო ანაზღაურებადი სტაჟირების ვადა - 1 წელს. სტაჟირების გავლა იმავე დამსაქმებელთან შესაძლებელია მხოლოდ ერთხელ. სავალდებულოა წერილობითი ხელშეკრულება. 

სამუშაო დროის მხრივ ამოქმედდა შემდეგი რეგულაცია - ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის რისკის შემცველი პროფესიების შემთხვევაში, სამუშაო დრო, ზეგანაკვეთური სამუშაოს ჩათვლით არ უნდა აღემატებოდეს კვირაში 48 საათს.განისაზღვრა შესვენების ხანგძლივობა - სამუშაო დღის განმავლობაში, როდესაც სამუშაო დრო აღემატება 6 საათს, დასაქმებულს წარმოეშობა შესვენების უფლება. 

შესვენების ხანგრძლივობა განისაზღვრება მხარეთა შეთანხმებით. თუ სამუშაო დღის განმავლობაში სამუშაო დრო შეადგენს არანაკლებ 6 საათს, შესვენების ხანგრძლივობა უნდა იყოს სულ მცირე 60 წუთი.დამსაქმებელი გახდება ვალდებული უზრუნველყოს დასაქმებულისათვის დასვენება შვიდდღიანი პერიოდის განმავლობაში უწყვეტად არანაკლებ 24 საათისა. მხარეთა შეთანხმებით შესაძლებელია მიმდევრობით ორჯერ 24 საათიანი დასვენების დროით სარგებლობა არაუმეტეს 14 დღის ფარგლებში.  ახალი რეგულაციით, დამსაქმებელი ვალდებულია სამუშაო დროის აღრიცხვის დოკუმენტი შეინახოს 1 წლის განმავლობაში.

დამსაქმებლი ვალდებული გახდა აღრიცხოს დასაქმებულთა ნამუშევარი დრო. აიკრძალა მიმდევრობით ორ ცვლაში მუშაობა.მამებს ექნებათ უფლება აიღონ ბავშვის მოვლის გამო ე.წ. დეკრეტული შვებულება არაუმეტეს 57 კალენდარული დღის ოდენობით.

2021 წლის 01 იანვრიდან შრომის ინსპექციას ექნება მანდატი - შეამოწმოს კომპანიები თუ რამდენად იცავენ დასაქმებულთა არა მხოლოდ შრომით უსაფრთხოებას, არამედ მათ შრომით უფლებებს.

დასაქმებულს ექნება უფლება მიაწოდოს უფლებების დარღვევის თაობაზე ინფორმაცია შრომის ინსპექციას, შრომის ინსპექცია კი ვალდებული იქნება მოახდინოს რეაგირება .

შრომის ახალი კოდექსი პარლამენტმა 17 ოქტომბერს დაატკიცა.ბიზნესი განხორციელებულ ცვლილებებს იწონებს. დადებითად აფასებენ შრომის კანონში შესულ ცვლილებებს აშშ-ის და ევროკავშირის ელჩებიც.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system