თავში

რა შეუწყობს ხელს ყოფილი პატიმრების ადაპტაციას საზოგადოებაში

რა შეუწყობს ხელს ყოფილი პატიმრების ადაპტაციას საზოგადოებაში
რა შეუწყობს ხელს ყოფილი პატიმრების ადაპტაციას საზოგადოებაში

პატიმრების, ყოფილი პატიმრებისა და პრობაციონერების დასაქმების მიზნით, არასამთავრობო სექტორი ბიზნესთან კომუნიკაციას აგრძელებს. ამ საკითხს მიეძღვნა საჯარო დებატი თემაზე: ,,კერძო სექტორის ჩართულობა კანონთან კონფლიქტში მყოფი პირების რესოციალიზაციის პროცესში". როგორც დეპატში მონაწილეებმა აღნიშნეს, არსებული მდგომარეობა ბოლო წლების განმავლობაში გაუმჯობესდა, პატიმრებისა და ყოფილი პატიმრების დასაქმების კუთხით ქვეყანაში უამრავი გამოწვევა არსებობს. პირველ რიგში, განათლების არასაკმარისი დონე, პატიმრობის შედეგად გაუარესებული ადამიანური კაპიტალი, სოციალური უნარების დაბალი დონე და ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები. 

დასაქმების პრობლემებს შორის დასახელდა დაბალი ანაზღაურებაც. დამოუკიდებელმა ექსპერტმა ნინო დემეტრაშვილმა მიზეზი განმარტა.

,,ვერ ვიტყვით, რომ დისკრიმინაციასთან გვაქვს საქმე. ასე ნამდვილად არ არის. მომსახურების სფერო, რომელსაც ბიზნესი ამ ადამიანებს სთავაზობს, ძირითადად ნაკლებანაზღაურებადია. დასაქმებულის შემოსავალი კი ზუსტად იმდენია, რამდენსაც იმავე პოზიციაზე მყოფი სხვა პირები იღებენ, ამ ნიშნით დისკრიმინაცია არ ხდება. კანონთან კონფლიქტში მყოფი პირების რეაბილიტაციის ერთ-ერთი გამოსავალი სწორედ დასაქმებაა. ეს ხელს უწყობს, რომ ადამიანი საზოგადოებას სრულფასოვან წევრად დაუბრუნდეს. ცხადია, დიდია სოციალური მეწარმეობის როლი, ეს ერთ-ერთი კარგი ინსტრუმენტია, რომ ყოფილ პატიმრებს დასაქმების და განათლების მიღების შესაძლებლობა მიეცეთ", - განაცხადა დემეტრაშვილმა.

სოციალურ კვლევაში მონაწილე ორგანიზაციის - საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრის, ,,აფხაზეთის" წარმომადგენელმა დავით გუჩუამ განაცხადა, რომ პროექტში ჩართულ 485 ბენეფიციარს ბიო-ფსიქო სოციალური კვლევა ჩაუტარდა. 457 ადამიანს ფსიქოლოგის კონსულტაცია გაეწია, ხოლო 171-ს ბიზნეს ტრენინგი ჩაუტარდა. 5-მა ბენეფიციარმა პროფესიული სწავლების 4-თვიანი კურსი გაიარა. 1 ინდივიდუალური და 1 სოციალური საწარმო შეიქმნა და სხვა. გაცილებით მეტია ბენეფიტი, რაც ამ ადამიანებმა არასამთავრობო და კერძო სექტორის ერთობლივი დახმარებით მიიღეს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system