თავში

რა შველის ლარის კურსს

რა შველის ლარის კურსს
რა შველის ლარის კურსს

სპეციალისტების შეფასებით, ლარს ინტერვენციები აცოცხლებს და ამით გაცვლითი კურსი მეტნაკლებად სტაბილურ დონეზეა. საბანკო სფეროს ექსპერტ ლია ელიავას განცხადებით, ინტერვენციების გავლენა კურსზე დადებითია, თუმცა უაღრესად ნეგატიურია ფაქტი, რომ ეროვნული ბანკი პოლიტიკურ თამაშში ჩაერთო.

,,ინტერვენციები რომ არა, ლარი უკვე კატასტროფულად იქნებოდა გაუფასურებული. ამის მეშვეობით სებ-ი ინარჩუნებს გაცვლით კურსს მეტნაკლებად სტაბილურ დონეზე. ამიტომ თქმა, რომ ინტერვენციებს შედეგი არ აქვს, ასე ნამდვილად არ არის. წინააღმდეგ შემთხვევაში, ლარი კვეთრად გაუფასურებული იქნებოდა იმასთან შედარებით, ვიდრე არის დღეს. ცხადია, ეს წმინდა პოლიტიკური გადაწყვეტილებაა და ცხადყოფს, რომ სებ-ი პოლიტიკურ თამაშს ეწევა. მმართველ პარტიას დღეს სჭირდება ისეთი ლარის კურსი, რომელიც საზოგადოების არ გააღიზიანებს. ცხადია, არჩევნების შემდეგ სებ-ი ინტერვენციებს შეაჩერებს და ლარის კურსი ვარდნას დაიწყებს და მას ექნება ნეგატიური გავლენა უკვე ისედაც ღრმა კრიზისში შესულ ეკონომიკაზე", - განმარტავს ელიავა.

ექსპერტის ვარაუდით, არჩევნების შემდეგ ლარი გაუფასურების დაიწყებს. 

,,კურსი დამოკიდებულია ეროვნული ბანკის საქციელზე, ინტერვენციების შეწყვეტა ლარს საგრძნობლად გააუფასურებს. ინტერვენციები კი გაგრძელდება, სანამ ამოიწურება ის რესურსი, რაც მთავრობამ სესხის სახით აიღო. ფაქტობრივად, ეს არის სახელმწიფო ვალი, რაც მოსახლეობის ჯიბიდან არის გადასახდელი. ფაქტობრივად, სებ-ის სავალუტო რეზერვები დაბანდებულია ფასიან ქაღალდებში და ემსახურება მიზანს, რომ შეინარჩუნონ პოლიტიკური სტაბილურობა არჩევნებამდე. აქამდე არ მომხდარა, რომ სებ-ს ამ მოცულობის რესურსი ეხარჯა, რასაც ბოლო თვეების განმავლობაში აკეთებს. ის ფაქტობრივად პოლიტიკური ორგანო გახდა, რაც ნებისმიერი ცენტრალური ბანკისგან მიუღებელია", - აღნიშნავს ლია ელიავა report.ge-თან 

როგორც ცნობილია, 2020 წლის 19 ოქტომბერს გამართულ საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე სებ-მა 30 000 000 აშშ დოლარი გაყიდა. ამ მოცულობის ფინანსური ნაკადი შიდასავალუტო ბაზარს ეროვნულმა ბანკმა 10 დღის წინაც მიაწოდა.

დღევანდელი ინტერვენციის ჩათვლით, სებ-ის მიერ წელს გაყიდული დოლარის მოცულობა 540 მილიონს გაუტოლდა.

ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი სავალუტო გაცვლითი კურსით კი, დღეს 1 ამერიკული დოლარი 3.2117 ლარია. 

ხოლო Bloomberg-ზე 1 დოლარი ამ ეტაპზე 3.2163 ლარად ივაჭრება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system