თავში

რა სიგნალია საქართველოს Clean Network-ში გაერთიანება აშშ-სა და ევროკავშირის ინვესტორებისთვის

რა სიგნალია საქართველოს Clean Network-ში
რა სიგნალია საქართველოს Clean Network-ში გაერთიანება აშშ-სა და ევროკავშირის ინვესტორებისთვის

"საქართველოს Clean Network (უსაფრთხო ქსელების ხაზები)-ის წევრობა თქვენი ქვეყნისთვის ინვესტიციების მოზიდვის კიდევ ერთი შესაძლებლობაა," - ამის შესახებ აშშ- ის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ ეკონომიკური ზრდის, ენერგეტიკისა და გარემოს დაცვის საკითხებში ქით ქროქმა აშშ-სა და საქართველოს შორის 5G ქსელების უსაფრთხოების შესახებ მემორანდუმის გაფორმებისას განაცხადა.

მისი განცხადებით, ამის თქმის შესაძლებლობას აძლევს კომპანიების შექმნისა და მართვის 30-წლიანი გამოცდილება.

ქით ქროქის განმარტებით, ქსელში გაერთიანებული არიან ისეთი კომპანიები, როგორებიცაა „სისკო“, „ეიჩპი“, „ვუჯიცუ“, და სხვა მრავალი. ეს კომპანიები ახორციელებენ ინვესტიციებს მთელს მსოფლიოში და, რა თქმა უნდა, ისინი უპირატესობას მიანიჭებენ იმ ქვეყნებს, რომლებიც იზიარებენ მათ შეხედულებებს უსაფრთხოების შესახებ.

„აშშ-ს კერძო სექტორისთვის, ისევე როგორც ევროკავშირის კერძო სექტორისთვის, ეს იქნება ერთგვარი სიგნალი, რომ საქართველო შესანიშნავი ადგილია ინვესტიციების განსახორციელებლად. ამას ტალღისებური ეფექტი აქვს. კომპანიები ეძებენ ადგილებს, სადაც არ ყვავის კორუფცია და Clean Network Lines-ის წევრობა ის ფაქტორია, რომელიც თქვენ მიერ სხვადასხვა მიმართულებით განხორციელებულ რეფორმებთან ერთად, წაახალისებს მათ, ინვესტიციები განახორციელონ თქვენს ქვეყანაში“, - აღნიშნა აშშ- ის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ ეკონომიკური ზრდის, ენერგეტიკისა და გარემოს დაცვის საკითხებში ქით ქროქმა.

მან ასევე დეტალურად განმარტა, რა სარგებლობას მოუტანს Clean Network-ის წევრობა საქართველოს.

შეგახსენებთ, აშშ-სა და საქართველოს შორის 5G ქსელების უსაფრთხოების შესახებ მემორანდუმი გაფორმდა და მიუერთდა ინიციატივას „ქლინ ნეტვორკ“ (Clean Network). შედეგად, საქართველოს ტელესაკომუნიკაციო სფეროში სანდო და სოლიდურ ინვესტორების გამოჩენას ელიან.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system