თავში

რა სიკეთის მომტანია 5G ტექნოლოგია

რა სიკეთის მომტანია 5G ტექნოლოგია
რა სიკეთის მომტანია  5G  ტექნოლოგია

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში განმარტავენ, რომ მსოფლიო მასშტაბით, ტექნოლოგიების განვითარების უმთავრესი გზა მე-5 თაობის ინტერნეტზე გადის. შესაბამისად, 5G ტექნოლოგიას მნიშვნელოვანი როლი უჭირავს ქვეყნისა და საზოგადოების შემდგომ განვითარებაში.

"5G წარმოადგენს უსადენო ინტერნეტ ტექნოლოგიის ახალ თაობას, რომელიც უკვე არსებული ტექნოლოგიებისგან განსხვავებით, მომხმარებელს უფრო სწრაფი ნავიგაციის და ისეთი მომსახურებებით სარგებლობის შესაძლებლობას აძლევს, რომელიც წინა ტექნოლოგიების პირობებში არ იყო შესაძლებელი. 5G-ის მიერ შეთავაზებული კავშირის სიჩქარე და ხარისხი მოიცავს ახალი, ინოვაციური მომსახურებების ძალიან ფართო და მნიშვნელოვან პოტენციალს, როგორც ზემოთ ჩამოთვლილი სფეროებისა და ინდუსტრიისთვის, და რაც ყველაზე მთავარია - საზოგადოებისთვის," - აცხადებენ კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში.

5G უკვე გამოიყენება და მასზე დაფუძნებული მრავალი მომსახურების ტესტირება მიმდინარეობს მსოფლიოს მასშტაბით, სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის, ჯანდაცვის, სოფლის მეურნებობის და სატრანსპორტო სფეროებში.

"მაგალითად, სატესტო რეჟიმში, უკვე მუშაობს „ჭკვიანი სასწრაფო დახმარება“, რომელიც იკვლევს, როგორ შეიძლება პაციენტების მკურნალობა გადაუდებელი დახმარების ფარგლებში, საავადმყოფოს პერსონალთან, პარამედიკოსების მეშვეობით," - განმარტავს კომისია და ყურადღებას ამახვილებს იმაზეც, რომ 5G ტექნოლოგია წარმატებით გამოიყენება სოფლის მეურნეობაშიც.

"ამის ერთ-ერთი მაგალითია ავტონომიური მიწათმოქმედების დანადგარები, რომლებიც მიწას ამოწმებენ ვიდეო სენსორის გამოყენებით და სასუქსა და პესტიციდს იყენებენ ზუსტად იქ, სადაც - საჭიროა. 5G-ის გამოყენება ხელს უწყობს, როგორც რესურსების დაზოგვას, ისე - ეფექტიანობის ამაღლებას, მათ შორის, სატრანსპორტო სფეროში. სატრანსპორტო ქსელებს, ადგილობრივ ორგანიზაციებსა და სხვა საჯარო ორგანოებს, 5G-ის გამოყენება შეუძლიათ ისეთი საზოგადოებრივი მომსახურებების გასაუმჯობესებლად, როგორიცაა პარკირება, საავტომობილო მოძრაობის მართვა და გარე განათება," - განმარტავენ კომისიაში.

სპეციალისტების აზრით, მსოფლიო გამოწვევას, რომელსაც COVID-19 ჰქვია, ის ქვეყნები სადაც 5G ტექნოლოგია უკვე მუშაობს ყველაზე ეფექტურად გაუმკლავდნენ, სწორედ ახალი თაობის ტექნოლოგიის გამოყენებით.

"სამხრეთ კორეაში, 5G ეფექტურად გამოიყენეს, რათა ზუსტად დაედგინათ ინფექციის გავრცელების არეალები და ე.წ. კლასტერები. მსგავს მიდგომას იყენებს ისრაელიც, სწორედ აღნიშნული ტექნოლოგიის მეშვეობით ხდება საკარანტინე ზონების გაკონტროლება, რომ არ მოხდეს მათი თვითნებური დატოვება. ტაივანიც ერთ-ერთი პირველი იყო, რომელმაც 5G ტექნოლოგია COVID 19-თან ბრძოლაში ეფექტურად გამოიყენა. ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებზე დაყრდნობით, ნათლად ჩანს, რომ სწორედ ეს ქვყენები საკმაოდ წარმატებით გაუმკლავდნენ ინფექციის ზრდის ტემპის დასტაბილურებას და ინფექციის კერების ლოკალიზებას," - ამბობენ კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში და დასძენებ, რომ ყველა იმ სიკეთის გათვალისწინებით, რომელიც 5G ტექნოლოგიას შეუძლია მოუტანოს ქვეყანას, კომუნიკაციების კომისია აქტიურად აგრძელებს მუშაობას ახალი თაობის ინტერნეტის დანერგვის მიმართულებით. "პრინციპულად მნიშვნელოვანია ეფექტურად ვუპასუხოთ თანამედროვე გამოწვევებს და წამყვან ქვეყნებთან ერთად, ახალი ტექნოლოგიების დანერგვაში მოწინავე ადგილი გვეკავოს," - ნათქვამია კომუნიკაციების ეროვნული კომისიის განცხადებაში.

ცნობისთვის, კომუნიკაციების კომისიის ინფორმაციით, აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა, რომ 2020 წელს ქვეყანამ 5G ინტერნეტის გამოყენება დაიწყოს. 

ეროვნული კომისიის განმარტებით, გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ 5G ტექნოლოგია ჯანმრთელობისთვის საშიშია, მცდარია და დაუდევრად ან მიზანმიმართულად გავრცელებული დეზინფორმაციაა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system