თავში

რა ტენდენციაა სავალუტო ბაზრებზე

რა ტენდენციაა სავალუტო ბაზრებზე
რა ტენდენციაა სავალუტო ბაზრებზე

საანგარიშო პერიოდში ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი აშშ დოლარის მიმართ 3.2032-დან 3.1761-მდე (0.9 პროცენტით) გამყარდა, ხოლო ევროს მიმართ 3.4748-დან 3.5366-მდე (1.8 პროცენტით) გაუფასურდა.

ამის შესახებ აღნიშნულია საქართველოს ეროვნულმა ბანკის(სებ-ი) 2020 წლის მაისის „თვის მიმოხილვაში".

სებ-ის განმარტებით, მაისში ლარი/დოლარის გაცვლითი კურსის მაქსიმალურმა მნიშვნელობამ - 3.2106, ხოლო მინიმალურმა 3.1761 შეადგინა. შესაბამისად, თვის განმავლობაში საშუალო კურსიდან მაქსიმალური გადახრა 0.4 პროცენტი, ხოლო მინიმალური - -0.7 პროცენტი დაფიქსირდა. 

საერთაშორისო სავალუტო ბაზრებზე დოლარი გაუფასურდა ევროს მიმართ 2.0 პროცენტით, თურქული ლირის მიმართ - 2.3 პროცენტით, რუსული რუბლის მიმართ კი - 4.5 პროცენტით, ხოლო გამყარდა სომხური დრამის მიმართ 0.9 პროცენტით, აზერბაიჯანული მანათის მიმართ კი - 0.5 პროცენტით.

ლარის რეალური და ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსები წინა თვესთან შედარებით 1.1 პროცენტით გაუფასურდა. წლიურად ლარის რეალური ეფექტური გაცვლითი კურსი 6.2 პროცენტით, ხოლო ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსი 9.0 პროცენტით გაუფასურდა. სავაჭრო პარტნიორთაგან მაისში წლიური ინფლაცია საქართველოში დაფიქსირებულ 6.5 პროცენტზე მაღალი იყო თურქეთში - 11.4 პროცენტი, ხოლო დაბალი იყო ბელორუსში - 4.9 პროცენტი, აზერბაიჯანში - 2.9 პროცენტი, უკრაინაში - 1.7 პროცენტი, აშშ-ში - 0.1 პროცენტი, რუსეთში - 3.0 პროცენტი, ევროზონაში - 0.1 პროცენტი და სომხეთში - 1.2 პროცენტი.

სებ-ის მონაცემებით, 2020 წლის მაისში ბანკთაშორის სავალუტო ბაზარზე აშშ დოლარი/ლარის ვაჭრობის მთლიანმა ბრუნვამ 123.1 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა თვის ბრუნვაზე 37.9 მლნ აშშ დოლარით, ხოლო წინა წლის მაისის მონაცემზე კი - 18.9 მლნ აშშ დოლარით მეტია. იმავდროულად, ბაზრის მონაწილეებს შორის დადებული გარიგებების რაოდენობა წინა თვესთან შედარებით 25.1 პროცენტით, ხოლო წლიურად კი 27.7 პროცენტით გაიზარდა. 

სებ-ის განმარტებით, საანგარიშო პერიოდში სავალუტო ბაზრის კონცენტრაცია გაზრდილია: ბანკთაშორის სავალუტო გარიგებების მთლიანი თანხის 66 პროცენტი (აპრილი - 58 პროცენტი) ქვეყანაში მოქმედი 15 ბანკიდან და 42 მიკროსაფინანსო ორგანიზაციიდან 5 ყველაზე აქტიურ ორგანიზაციაზე მოდის. 

დადებული გარიგებების რაოდენობის მიხედვით, ყველაზე აქტიურ 5 ორგანიზაციას ბაზრის 59 პროცენტი უჭირავს. 

ჰერფინდალ–ჰირშმანის ინდექსი გაიზარდა და 10 პროცენტია (აპრილი - 8 პროცენტი), რაც დაბალი მაჩვენებელია და, ეროვნული ბანკის განმარტებით, სავალუტო ბაზრის კონკურენტულობაზე მიუთითებს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system