თავში

რა ტიპის ბაზრობებია საქართველოში

რა ტიპის ბაზრობებია საქართველოში
რა ტიპის ბაზრობებია საქართველოში

საქსტატის მონაცემებით, 2020 წელს საქართველოში ფუნქციონირებდა ბაზრების და ბაზრობების ორგანიზებით დაკავებული 201 ეკონომიკური სუბიექტი, რომელთა 30,3 პროცენტი ქ. თბილისშია, ხოლო 20,4 პროცენტი - იმერეთის, 12,4 პროცენტი - სამეგრელო-ზემო სვანეთის, 11,9 პროცენტი - კახეთის, 7,5 პროცენტი - ქვემო ქართლის, 5,5 პროცენტი - აჭარის, 4,5 პროცენტი - შიდა ქართლის, 3,0 პროცენტი - სამცხე-ჯავახეთის, 1,5 პროცენტი - გურიის, 2,0 პროცენტი - მცხეთა-მთიანეთის და 1,0 პროცენტი - რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთის რეგიონებშია განთავსებული.

2020 წელს მოქმედი ბაზრობების 36,3 პროცენტი გადახურულია (ვაჭრობა შენობაში მიმდინარეობს), 32,3 პროცენტი ღია ტიპისაა (ვაჭრობა მიმდინარეობს შენობის გარეთ), 31,4 პროცენტი - ნახევრადგადახურულია (ვაჭრობა მიმდინარეობს შენობაშიც და შენობის გარეთაც). 

2020 წელს საქართველოში მოქმედი ბაზრობების ტერიტორიაზე მოვაჭრე ეკონომიკური სუბიექტების მიერ ხორციელდება როგორც სასურსათო, ისე არასასურსათო საქონლით ვაჭრობა. ბაზრობების 31,8 პროცენტი ვაჭრობს მხოლოდ არასასურსათო საქონლით, ერთ-ერთ ბაზრობაზე მიმდინარეობს მხოლოდ სასურსათო საქონლით ვაჭრობა; სამი ბაზრობის ტერიტორიაზე ვაჭრობა მიმდინარეობს ავტომობილებითაც, ხოლო ხუთ ბაზარში იყიდება როგორც ფრინველი, ისე პირუტყვი. 

საქართველოს ბაზრებისა და ბაზრობების ტერიტორიაზე ეკონომიკური სუბიექტების მიერ ვაჭრობა ორგანიზებულია კვირის სხვადასხვა დღეს: ყოველდღიური ვაჭრობა მიმდინარეობს 157 ბაზარში, საკვირაო ვაჭრობა - 20 ბაზარში, კვირა დღის გარდა ვაჭრობს 3 ბაზარი, დანარჩენი ბაზრობის ტერიტორიაზე მიმდინარეობს ერთდღიანი, ორი ან სამდღიანი ვაჭრობა კვირის სხვადასხვა დღეებში. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system