თავში

რა ტიპის დახმარება სჭირდება ბიზნესს და მოსახლეობას

რა ტიპის დახმარება სჭირდება ბიზნესს და მოსახლეობას
რა ტიპის დახმარება სჭირდება ბიზნესს და მოსახლეობას

დახმარების ახალი პაკეტი მზადდება, რომლის დეტალები ჯერ კიდევ უცნობია. თუმცა სპეციალისტები საუბრობენ იმ საჭიროებებზე, რაც ბიზნესს და მოსახლეობას აწუხებს.  როგორც სპეციალისტები აღნიშნავენ, ამჟამად გაცილებით მეტი დახმარებაა საჭირო, ვიდრე ეპიდემიის პირველი ტალღის შემთხვევაში, თუმცა რესუსრსი გაცილებით ნაკლებია. ამის შესახებ report.ge-თან აკადემიკოსმა ავთო სილაგაძემ აღნიშნა, რომლის თქმითაც, დახმარების მომლოდინე წრე ამჟამად გაცილებით ფართოა, ხოლო რესურსი - უფრო მწირი და შეზღუდული. 

,,რამდენადაც ვიცი, მთავრობა პრიორიტეტად მცირე და საშუალო ბიზნესის დახმარებასაისახავს, შესაბამისად, შეღავათი გაეწევა ამ სფეროში უმუშევრად დარჩენილ ადამიანებს, შესაძლოა, საბანკო ვალდებულებები გადაუვადდეთ და გარკვეული ფინანსური დახმარებაც მიიღონ რამდენიმე თვის განმავლობაში, როგორც ეპიდემიის პიველ ეტაპზე იყო განსაზღვრული. საუბარია ასევე მოწყვლადი ჯგუფის და უმუშევრების დახმარებაზეც, თუმცა კონკრეტული დეტალები საბოლოოდ ჯერ კიდევ გაურკვეველია. ცხადია, დიდი განსხვავებაა covid-19-ის გავრცელების პირველ და მეორე ეტაპებს შორის, მცირე მასშტაბიდან ეპიდემიამ ფართო და საშიში სახე მიიღო, არეალი უკვე ძალიან გაფართოვდა, მომავალში როგორი იქნება, არ ვიცით, ვხედავთ, რომ უფრო მეტად მძიმდება სიტუაცია. ეკონომიკური თვალსაზრისითაც, რთული მდგომარეობაა, თუკი გაზაფხულზე 3,5 მილიარდ ლარამდე ჩაიდო ეკონომიკის სტიმულირებისთვის, ახლა დახმარების პაკეტი გაცილებით ნაკლებია, ფულადი რესურსი შეზღუდულია, მაგრამ დახმარების მომლოდინე პირთა წრე გაცილებით ფართოა. ასეთი მწირი შესაძლებლობის პირობებში, ცხადია, შიდა რესურსი არასაკმარისი იქნება და კვლავ სესხების აღება დაგვჭირდება. ეკონომიკას, რომელმაც თითქოსდა დაიწყო ფუნქციონირება, სხვა გამოსავალი არ რჩება და გვიწევს აქტიურობის შესუსტება", - აცხადებს ავთო სილაგაძე.

როგორც ცნობილია, ევროკავშირი საქართველოთვის 100 მილიონი ევროს ოდენობის მაკროფინანსურ დახმარებას გამოყოფს, რომლის უმეტესი ნაწილი მიმართულია კოვიდ-19 პანდემიასთან გასამკლავებლად. 

რაც შეეხება დახმარების პაკეტს, ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა განაცხადა, რომ  მთავრობა შესაძლებლობის ფარგლებში ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ამ დაუდგეს ბიზნესს გვერდით და იქ, სადაც ეს ვერ მოხერხდება, ხელისუფლება ზრუნავს, შექმნას სოციალური დახმარების ახალი პაკეტი მათთვის, ვინც სამსახურს დაკარგავს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system