თავში

რა ტიპის ხარჯს შეამცირებს მთავრობა

რა ტიპის ხარჯს შეამცირებს მთავრობა
რა ტიპის ხარჯს შეამცირებს მთავრობა

„შეიკვეცება ყველა ის ხარჯი, რომელიც პირდაპირ და ირიბად კრიზისის დაძლევას არ უკავშირდება. ის ხარჯებიც, რომლებიც არ არის დაკავშირებული მოსახლეობის ჯანდაცვასთან, სოციალურ უზრუნველყოფასთან და სამუშაო ადგილების შენარჩუნებასთან. ფინანსური დახმარებები იქნება საკმარისი“ - ამის შესახებ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ქვეყანას მოუწევს მკაცრი საბიუჯეტო ეკონომიის პირობებში ცხოვრება და მუშაობა.

კოვზანაძის თქმით, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებიდან მიღებული დახმარება ბიუჯეტის დაბალანსების შესაძლებლობას იძლევა.

"ბიუჯეტში არსებული დანაკლისები და შევადგინოთ დივერსიფიცირებული ანტიკრიზისული პაკეტი - თქვა კოვზანაძემ და დასძინა, რომ დღეს გაცხადდება თუ რა სახის სოციალური პაკეტს სთავაზობს მთავრობა მოქალაქეებს, რომლებიც ახლა ან მომავალში პანდემიის შედეგად დაკარგავენ სამუშაო ადგილებს.

„მთვარობა დღეს წარადგენს დივერსიფიცირებულ პაკეტს. ეს არის მნიშვნელოვანი პაკეტი, რომელიც ითვალისწინებს გარკვეული რისკების გადაზღვევას ამ ადამიანების მიმართ. ასევე საუბარი იქნება იმაზეც თუ ეტაპობრივად, როგორ უნდა გამოვიდეთ შექმნილი კრიზისიდან და გავხსნათ ეკონომიკა“-განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ.

ცნობისთვის, დღეს პრემიერმა ეკონომიკის სტიმულირების გეგმის მეორე ნაწილი უნდა წარადგინოს, რომელშიც ბიზნესისა და სოციალური დახმარებების პაკეტებია გაწერილი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system