თავში

რა ტიპის მშენებლობები გააჩერა მთავრობამ

რა ტიპის მშენებლობები გააჩერა მთავრობამ
რა ტიპის მშენებლობები გააჩერა მთავრობამ

მშენებლობები, სადაც უსაფრთხოების ნორმები დაცული არ არის, შეწყდა, - ამის შესახებ პრემიერის პრეს-სპიკერმა, ირაკლი ჩიქოვანმა მთავრობის უწყებათშორისო საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. 

მისივე თქმით, ამ ეტაპზე სულ შემოწმებულია 100-სზე მეტი სამშენებლო ობიექტი და მათ ნაწილს მუშაობის უფლება შეეზღუდა. 

„ჩვენ მონიტორინგს გავაგრძელებთ და ყველა სწარმო, რომელსაც მიღებული აქვს უფლება, გააგრძელოს მუშაობა, გაკონტროლდება მკაცრად, რომ დაიცვას პროტოკოლი, რაც დადგენილია ჯანდაცვის სამინისტროს მხრიდან. ანალოგიური მიდგომა არის სამშენებლო ობიექტების მიმართ. შემოწმებულია 100-ზე მეტი მშენებლობა და ამაში მონაწილეობენ ადგილობრივი მუნიციპალიტეტების წარმომადგენელი. იყო შემთხვევები, სადაც დაცული იყო ნორმები და იყო შემთხვევები, სადაც ნორმები დაცული არ იყო. შესაბამისად, ასეთ შემთხვევაში მიღებული იქნა გადაწყვეტილება, რომ მსგავსი მშენებლობები შეჩერებულიყო. ასე გაგრძელდება იქამდე, ვიდრე არ დააკმაყოფილებენ უსაფრთხოების პროტოკოლს სრულად“, - განაცხადა ჩიქოვანმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system