თავში

რა წილი უჭირავს ბანკების მოგებაში ვალუტით ვაჭრობას

რა წილი უჭირავს ბანკების მოგებაში ვალუტით ვაჭრობას
რა წილი უჭირავს ბანკების მოგებაში ვალუტით ვაჭრობას

ფინანსური ბაზრის მკვლევარი, ანალიტიკოსი ნიკა შენგელია განმარტავს, რომ ვალუტით ვაჭრობიდან მიღებულ მოგებაზე ბანკების საერთო მოგების დაახლოებით 25% მოდის. მისი შეფასებით, მოგების ასეთი მარალი მაჩვენებელი ადასტურებს, რომ კომერციული ბანკები სავალუტო ბირჟებზე ამ გარიგებებით სპეკულირებენ. მართალია, ბანკების მოგება აპრილში შემცირდა, თუმცა, როგორც ანალიტიკოსი ამბობს, მხოლოდ იმის გამო, რომ სესხები გადავადდა და ბანკებს დიდად არც ამ შეღავათების გაწევით დაუკარგავთ რამე, რადგან მალევე საპირისპიროდ შემოაბრუნეს სიტუაცია.

,,როდესაც კომერციული ბანკების საქმიანობას ვაკვირდებით, თუ რისგან შედგება ჯამური მოგება, ირკვევა, რომ ვალუტით ვაჭრობით მიღებული შემოსავალი ერთ-ერთი ყველაზე მაღალია. იგი სიდიდით ბევრად უსწრებს ბიზნეს სესხიდან გაცემული შემოსავლებს პროცენტი სახით, რომელსაც ბანკების მოგებაში ყველაზე მცირე წილი უჭირავს. ძირითად მოგებას შეადგენს სხვადასხვა ოპერაციები, რომელთა შორის ყველაზე მაღალპროცენტული ვალუტის ყიდვა-გაყიდვიდან მიღებული შემოსავალია და საერთო მოგების დაახლოებით 25%-ს შეადგენს. ფაქტია, რომ ჩვენი კომერციული ბანკები სავალუტო ბირჟაზე ამ გარიგებებით სპეკულირებენ და იტოვებენ საკმაოდ დიდ მოგებას. ამ თვალსაზრისით, 177 მილიონი ძალიან მაღალი მაჩვენებელია, როცა ბანკების ჯამური მოგება 600-დან 800 მილიონ ლარამდეა, ეს გვაჩვენებს, რომ ვალუტის გაცვლით კომერციულ ბანკებს დიდი მოგება რჩებათ. მართალია, აპრილში კლებაა, მაგრამ მხოლოდ იმის გამო, რომ პანდემიის დროს გადავადებული სასესხო ვალდებულებებიდან შემოსავლები შემცირდა, რითაც ფაქტობრივად, არაფერი დაუკარგავთ. მით იმეტეს, საბანკო სექტორს მთავრობა საგრძნობლად დაეხმარა, როცა დეველოპერულ პროექტში ბინის შემძენი ფიზიკური პირებისთვის სესხების 4% დაასუბსიდირა. ამით მომხმარებელს შეღავათი გაეწია, მაგრამ ბანკებისთვისაც დიდი სარგებელია", - განმარტა report.ge-თან ნიკა შენგელიამ. 

ეროვნული ბანკის მონაცემებით, ვალუტის ყიდვა-გაყიდვიდან (საკონვერსიო ოპერაციები) ბანკებმა H1/2020-ში 177 მლნ ლარის წმინდა მოგება მიიღეს (H1/2019-136 მლნ). ზრდა ძირითადად აპრილის ხარჯზეა, როცა სექტორმა 113 მლნ-ის მოგება მიიღო. მაის-ივნისში კი 74 მლნ-ით იზარალა. იანვარ-ივნისში საკონვერსიო ოპერაციებიდან ყველაზე მეტი შემოსავალი 91 მლნ საქართველოს ბანკმა მიიღო.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system