თავში

რა ცვლილება შედის ეკრანთან მუშაობის რეგლამენტის პროექტში

რა ცვლილება შედის ეკრანთან მუშაობის რეგლამენტის პროექტში
რა ცვლილება შედის ეკრანთან მუშაობის რეგლამენტის პროექტში

ბიზნესომბუდსმენმა ირაკლი ლექვინაძემ საქართველოში მოქმედი ბიზნეს ასოციაციების წარმომადგენლებთან ერთად „ჯანმრთელობის დაცვის მინიმალური მოთხოვნებისა და სამუშაო ადგილებთან დაკავშირებული მინიმალური მოთხოვნების დადგენის თაობაზე" ტექნიკური რეგლამენტის პროექტის საბოლოო ვერსია განიხილა.ბიზნესომბუდსმენის აპარატისა და ბიზნეს სექტორის ჩართულობით აქტიურად მიმდინარეობდა და ტექნიკური რეგლამენტის საბოლოო პროექტში მათი შენიშვნები მნიშვნელოვნად ასახულია, თუმცა ბიზნესომბუდმსენის ინფორმაციით ახალ ტექნიკურ რეგლამენტში მაინც რჩება ბიზნესისთვის რიგი სადუსკუსიო საკითხები.

„მიუხედავად იმისა, რომ ევროდირექტივა სამუშაო სივრცეში დამსაქმებლის მიერ განათებასთან, ხმაურთან და ტემპერატურასა და ტენიანობასთან დაკავშირებულ სავალდებულო მოთხოვნებს არ ითვალისწინებს, აღნიშნულ საკითხებზე ბიზნესის შენიშვნები ჯერჯერობით ასახული. ბიზნესომბუდსმენის აპარატი აგრძელებს მუშაობას რეგლამენტის დასახვეწად და ახალი რეგულაციის პროექტში ბიზნესისთვის დარჩენილი სადისკუისიო საკითხების გადასაწყვეტად"- აცხადებს ბიზნესომბუდსმენი.

ბიზნესომბუდსმენის აპარატის ინფორმაციით, ბიზნესთან ერთად „მონიტორიან მოწყობილობებთან მუშაობისას უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის მინიმალური მოთხოვნებისა და სამუშაო ადგილებთან დაკავშირებული მინიმალური მოთხოვნების დადგენის თაობაზე" ტექნიკური რეგლამენტის შესახებ 12 შენიშვნა მომზადდა, რომელთაგან უმრავლესობა ახალი რეგლამენტის პროექტში უკვე ასახული და ნაწილობრივ ან სრულად გათვალისწინებულია.

ბიზნესომბუდსმენის დასკვნის შესაბამისად, რეგლამენტიდან სრულად ამოღებულ იქნა დისკრიმინაციული ხასიათის მოთხოვნა, რომელიც დასაქმებულს სამუშაოზე აყვანამდე ავალდებულებდა სამედიცინო შემოწმების გავლას და შესაბამისი სამედიცინო დოკუმენტის დამსაქმებლისთვის წარდგენას. რეგლამენტიდან ასევე ამოღბულ იქნა მოთხოვნა დასაქმებულის თვალსა და მონიტორზე გამოსახულ დეტალს შორის ხედვის დისტანციის 400-მილიმეტრიანი მოთხოვნის შესახებ. ბიზნესის შენიშვნა ნაწილობრივ იქნა გათვალისწინებული და ერთი ადამიანისთვის განკუთვნილი სამუშაო სივრცის ადგილის მინიმალურ სავალდებულო მოცულობად ნაცვლად 4 კვადრატული მეტრისა, განისაზღვრა – 3. ამის მიუხედავად, ახალ ტექნიკურ რეგლამენტში მაინც რჩება ბიზნესისთვის სადისკუისო საკითხები, მათ შორის რეგლამენტის ამოქმედების ვადებთან დაკავშირებით.

ახალი რეგულაციის ძალაში შესასვლელად ტექნიკური რეგლამენტის პროექტი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ დასამტკიცებლად საქართველოს მთავრობას უნდა წარუდგინოს.

„მონიტორიან მოწყობილობებთან მუშაობისას უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის მინიმალური მოთხოვნებისა და სამუშაო ადგილებთან დაკავშირებული მინიმალური მოთხოვნების დადგენის თაობაზე" ტექნიკური რეგლამენტი ეხება ყველა იმ სამუშაო ადგილს, სადაც დასაქმებული მონიტორიან დანადგარს იყენებს რეგულარულად, დღეში არანაკლებ ოთხი საათის განმავლობაში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system