თავში

რა ცვლილებებს ითვალისწინებს "დღგ-ის რეფორმა"

რა ცვლილებებს ითვალისწინებს "დღგ-ის რეფორმა"
რა ცვლილებებს ითვალისწინებს დღგ-ის რეფორმა

“ჩვენ ბევრად უფრო პროგნოზირებადს გავხდით გარემოს როგორც ქართველი, ისე ევროპელი ბიზნესმენებისთვის, ვინც საქართველოში აპირებს მოღვაწეობას”-ამის შესახებ განცხადება დღგ-ს რეფორმაზე საუბრისას ფინანსთა მინისტრმა, ვანო მაჭავარიანმა გააკეთა.

დღგ-ს რეფორმით გათვალისწინებული ცვლილებები ფინანსთა სამინისტრომ, ვიდეორგოლის საშუალებით წარმოადგინა:

1. ფართოვდება მომსახურებების ჩამონათვალი, რომლის გაწევა საქართველოს ფარგლებს გარეთ არ დაიბეგრება;

2. ფართოვდება და ზუსტდება საქონლის ტრანსპორტირებასთან დაკავშირებული დღგ-სგან ჩათვლის უფლების გათავისუფლებული ოპერაციები;

3. საქონლის დროებითი შემოტანა აღარ განიხილება დასაბეგრ ოპერაციად;

4. სამედიცინო და საგანმანათლებლო საქმიანობასთან ერთად დაბეგვრისგან თავისუფლდება მასთან უშუალოდ დაკავშირებული და დამხმარე მომსახურების ან საქონლის მოწოდება;

5. არ დაიბეგრება ორგანიზაციის მიერ სახსრების მოზიდვის მიზნით სამედიცინო საგანმანათლებლო და ცალკეული სოციალური ხასიათის საქმიანობა;

6. არ დაიბეგრება საქონლის ნიმუშის ან მცირე ღირებულების საჩუქრის გადაცემა;

7. მარტივდება საქონლის უსასყიდლოდ მიწოდების დღგ-ით დაბეგვრასთან დაკავშირებული რეგულაციები;

8. დღგ-ის გადამხდელ ფიზიკურ პირს აღარ ექნება შეზღუდვა აღრიცხვა აწარმოოს საკასო მეთოდით.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system