თავში

რა უჭირს ქართული ჩაის ინდუსტრიას - Exclusive

რა უჭირს ქართული ჩაის ინდუსტრიას
რა უჭირს ქართული ჩაის ინდუსტრიას - Exclusive

ჩაი პირველ რიგში ჩინეთთან ასოცირდება, თუმცა რამდენიმე ათეული წლის წინ საქართველო მსოფლიოს მასშტაბით ჩაის მწარმოებელთა ლიდერ ოთხეულში შედიოდა. მაშინ უფრო მეტი ჩაი მხოლოდ ჩინეთში, ინდოეთსა და შრი-ლანკაში იკრიფებოდა. ეს ფაქტი მხოლოდ დარგის სპეციალისტებისა და დაინტერესებული ადამიანების მეხსიერებაში შემორჩა. ძველი დიდებისგან კი უმეტესწილად გატყევებული და ეკალ-ბარდებით გადავლილი ჩაის პლანტაციები დარჩა. როგორც სპეციალისტები Report.ge - ს უცხადებენ, ჩაის ინდუსტრია საქართველოში სავალალო მდგომარეობაშია და სახელმწიფოს მეტ ყურადღებას საჭიროებს.

ჩოხატაურის მკვიდრი, "ჩაი გურიიდან 3-ის" თანადამფუძნებელი ავთანდილ ლომთათიძე Report.ge - ს უყვება, რომ ბაზარი მთლიანად გაჯერებულია უცხოური წარმოების ჩაით და მათ ქართულ ანალოგს არ აქვს არანაირი პრივილეგია, მინიმალური ხელშეწყობაც კი არც სახელმწიფოს მხრიდან არც სუპერმარკეტების ქსელის მხრიდან. ამის გამო მეწარმე ონლაინშეკვეთებზე გადავიდა და მომხმარებელს შუარგოლის გარეშე ემსახურება. მეწარმე შეკვეთების ნაკლებობას არ უჩივის. პირიქით, რიგ შემთხვევაში მარალი მოთხოვნის დაკმაყოფილება უჭირს კიდეც. სულ ახლახანს წარმოების ახალი ხაზი დაამატა, ესაა ტყის ველური ჩაი, რომლის პოტენციალი ჩვენს ქვეყანაში უნიკალურად მაღალია. მოთხოვნა კი ველურიცაის ექსპორტზე ევროკავშირიდან მაღალი აღმოჩნდა. მეწარმე ახლა გურიის ტყის ველური ჩაის ბრენდინგზე მუშაობს.

"ვამატებთ ახალ ბრენდს. ესაა "ტყის ველური ჩაი." გურიაში ველური ჩაის პლანტაციები ბლომადაა. მოგეხსენებათ, ჩაი კრეფა, როგორც წესი, მაისის დასაწყისიდან ივნისის 10-მდე ხდება. აქ პირდაპირ პლანტაციაში იზრდება ვარდი გვიმრა ეკალი, რაც იმის მანიშნებელია, რომ აქაურ მიწას სასუქი ატეული წლებია არ მიკარებია. ეს კი 100%ით ბიოლოგიურად სუფთა ჩაის წარმოების წინაპირობაა. ველურ ჩაის აღმოაჩნდა უნიკალური გემური თვისება. მისი არომატი მოთხოვნადი აღმოჩნდა ევროკავშირში. უკვე დავაექსპორტეთ
"ტყის ველური ჩაი" გერმანიაში.დღეიდან უკვე ქართველ მომხმარებელსაც ვთავაზობთ ნატურალური ექსკლუზიური არომატის ჩაის," - გვითხრა ავთანდილ ლომთათიძემ.

როგორც მეწარმემ Report.ge - ს უთხრა, ნახევარი კილოგრამი ოქროს კვირტის ჩაი 35 ლარი ღირს. ამავე რაოდენობის შავი ჩაი - 25 ლარი. 500 გრამი მწვანე ჩაის შეძენა კი 30 ლარად შეგიძლიათ.

Report.ge - ს კითხვაზე რამდენად ითვალისწინებს სახელმწიფო ჩაის ინდუსტრიის საჭიროებებს და რამდენადაა მორგებული ქვეყნის პოლიტიკა მეწარმის ინტერსსებს, ავთანდილ ლომთათიძე ამბობს, რომ სახელმწიფო პროგრამამ ჩაის ინდუსტრიას სიკეთე ვერ მოუტანა. მისი ტქმით ამის მიზეზი ისაა, რომ პოლიტიკა სოფლის მეურნეობის სამინისტროს არ ჰქონდა შემუშავებული მეწარმეებთან კონსულტაციებიტა და ინდუსტრიის კვლევაზე დაყრდნობით.

"ბაზარი სავსეა ჩინური და აზერბაიჯანული ჩაის იმპორტით. ხშირად იმპორტირებული ჩაის ხარისხი საეწვოა. არავინ აკონტროლებს იმპორტის ხარისხს. დაბალი ხარისხისა და, შესაბამისად,იაფ პროდუქტთან კონკურენცია, ბუნებრივია, გვიჭირს. ამ მხრივ მაინც უნდა დაგვიდგეს გვერდით სახელმწიფო. წინააღმდეგ შემტხვევაში გამოვა ისე, რომ ჩვენ ექსპორტზე გავიტანტ ბიოჩაის, ქართველი მომხმარებელი კი დაბალხარისხიან ჩაის დალევენ და ისევ სხვა ქვეყნის ბიზნესს გაამდიდრებენ," - აცხადებს  ავთანდილ ლომთათიძე.

ცნობისთვის, ოფიციალური მონაცემებით, ამჟამად, ჩაის პლანტაციები 19 ათას ჰექტრამდე ფართობზეა შემორჩენილი, აქედან ექსპლუატაციაშია 2.4 ათას ჰექტარი, დანარჩენი 16.6 ათასი ჰექტარი გატყევებულია და ეკალ-ბარდებითაა დაფარული. აქედან დაახლოებით 7.5 ათასი ჰექტარი რეაბილიტაციას ექვემდებარება. ჩაის მწარმოებელი რეგიონებია: გურია, სამეგრელო, აჭარა და იმერეთი. 

საქართველოში, ხელსაყრელი ნიადაგურ-კლიმატური პირობების გამო, ჩაის კრეფის სეზონი 6 თვე გრძელდება. დარგის ექსპერტების აზრით, ნედლეულის მაღალი ხარისხი და კონკურენტული ფასი ქართული ჩაის ძირითად უპირატესობას წარმოადგენს.

შეგახსენებთ, პროექტ „ქართულ ჩაის", სახელმწიფო 2016 წლიდან "ერთიანი აგროპროექტის" ფარგლებში დაიწყო. 2019 წელს მისი დაფინანსება 400 ათასი ლარით შემცირდა და სულ 500 ათასი ლარი შეადგინა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system