თავში

რა უჭირთ მეფუტკრეებს

რა უჭირთ მეფუტკრეებს
რა უჭირთ მეფუტკრეებს

მეთაფლეობის მიმართულით მთავრობის მხრიდან ბოლო პერიოდში გარკვეული ღონისძიებები ტარდება, მაგრამ მეწარმეების უმეტესობა უკმაყოფილოა და ამბობს, რომ თაფლის რეალიზაციის ელემენტარული პირობებიც არ აქვთ და წლობით დაგროვილი მარაგი დღესაც გაუყიდავია. მეფუტკრეების ინფორმაციით, სამედიცინო დანიშნულების გარდა, ქართულ ბაზარზე თაფლი იშვიათად იყიდება, რის გამოც დარგს უკიდურესად გაუჭირდა. 

მეფუტკრეობის სფეროს სპეციალისტი, მეფუტკრე როლანდ მირაქაშვილი report.ge-თან ამბობს, რომ ელემენტარულად ვერ მოხერხდა, რომ აშენებული ქარხანა ექსპლუატაციაში ჩაეშვათ, რაც მიწოდების პრობლემას მოაგვარებდა. მირაქაშვილი მთავრობას უყურადღებობაში ადანაშაულებს და ამბობს, რომ მწარმოებლები ფუტკრის შენახვის შესაძლებლობასაც მოკლებული არიან, რის გამოც იძულებული არიან, წამოება შეაჩერონ. 

,,მეფუტკრეობის ხაზით პრაქტიკულად არაფერი კეთდება. ქარხანაც კი, რომელიც აშენდა და მილიონები დაახარჯეს, დღესაც უფუნქციოა. რასაც შეგვპირდნენ, არაფერი შესრულდა. სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხრიდან ინვესტორის შემოყვანეზეციყო საუბარი, რასაც დავთანხმდით, მაგრამ ვერც ეს საქმე მიიყვანეს ბოლომდე.  35 კოოპერატივი უნდა გაეხსნათ, მსურველი მეტიც იყო, მეფუტკრეების ნახევარზე მეტმა გამოთქვა სურვილი, რომ პროდუქტი ქარხნისთვის მიეწოდებინა. 3 თვის წინ გვითხრეს, რომ 1 კვირაში შეგვეხმიანებოდნენ, მაგრამ დღესაც არავინ გამოსულა კომუნიკაციაზე. ცხადია, ეს არ არის ერთი კაცის პრობლემა, მთელი ინდუსტრიაა, რაზეც რატომღაც ვერავინ მოიცალა", - ამბობს როლანდ მირაქაშვილი.

მეფუტკრე report.ge-თან იმ აუცილებელი ღონისძიებების გატარებაზეც საუბრობს, რაც მისი თქმით, დარგს განვითარების გზაზე დააყენებს.

,,პანდემიის გამო შიცვალა სიტუაცია და დიდი რაოდენობის გაუყიდავი პროდუქცია დარჩა. წარმოებას სასაქონლო სახე უნდა მიეცეს, მენეჯმენტი დაიხვეწოს, ამ მიმართულებით ვითხოვთ დახმარებას. მარკეტინგი, რეკლამა გვჭირდება, როც ქართული თაფლის ცნობადობა გაიზარდოს. უამრავი ხელისშემშლელი გარემოებაა. ელემენტარულად წამალიც არ არის, რომ მეფუტკრემ შეინარჩუნონ სკა, რეალიზაცია თუ არ მოხდა, რა გააკეთონ, ამიტომ იძულებული არიან ხელი აიღონ წარმოებაზე. დარგს ძალიან უჭირს, თუ ფუტკარი გაწყდება, მთელი სოფლის მეურნეობა იზარალებს, 140-ჯერ მეტ პროდუქციას ქმნის ფუტკარი დამტვერვის გზით, სამინისტრო ამ საკითხს არასწორად უდგება და მოგების ნაცვლად, მეფუტკრეობა არარენტაბელური ხდება. საბითუმო ბაზარზე თაფლს10 ლარზე ძვირად ვერ ვყიდით. ამ დროს სამომხმარებლო ბაზრებზე ფასი ზოგიერთ პროდუქტზე 10-ჯერ გაიზარდა და 10-ჯერ გაუარესდა ჩვენი ცხოვრების პირობები", - ამბობს როლანდ მირაქაშვილი.

მიუხედავად დარგში არსებული პრობლემისა, არის სიახლეც. კერძოდ, იმერეთის რვა მუნიციპალიტეტში (ზესტაფონი, წყალტუბო, ჭიათურა, საჩხერე, თერჯოლა, ტყიბული, ბაღდათი, ხარაგაული) ,,ეკოგრანტების პროგრამის” ფარგლებში, ადგილობრივი მეფუტკრეებისთვის ტრენინგები თაფლის წარმოების და ფუტკრის ოჯახის მოვლის შესახებ ჩატარდა. თაფლის წარმოების და ფუტკრის ოჯახის მოვლის შესახებ ტრენინგების ფარგლებში, სულ, 160-მდე ფერმერი გადამზადდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system