თავში

რა უჯდება ბიზნესს Facebook-ის გამოყენება

რა უჯდება ბიზნესს Facebook-ის გამოყენება
რა უჯდება ბიზნესს Facebook-ის გამოყენება

ციფრული ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად, Facebook-ის გამოყენება ყველა კატეგორიის ბიზნესისთვის პოპულარულია. ბიზნესის რეკლამა და საქმის მართვა პოპულარული ქსელის მეშვეობით საკმაოდ დიდ ხარჯს მოითხოვს. 

პიარ-კონსულტანტების ინფორმაციით, საკუთარი გვერდის შექმნა კომპანიებისა და ინდმეწარმეებისთვის  1000-დან 3000 ლარის ფარგლებში ჯდება, რასაც ემატება ყოველთვიური ხარჯი, რომელიც სოციალურ გვერდზე ბიზნესის აქტივობის შესაბამისია და მისი გადახდა გრაფიკის მიხედვით ხდება. 

პიარის სფეროს სპეციალისტი ელდარ პირმისაშვილი report.ge-თან საუბრისას აღნიშნავს, რომ Facebook-ის მეშვეობით რეკლამა  განსაკუთრებით სტარტაპებს უჭირთ. 

 ,,მთელ მსოფლიოში ბიზნესი Facebook-ს აქტიურად იყენებს. დომინანტი ამ შემთხვევაში მსხვილი ბიზნესია, რომელსაც კარგად აქვს ჩამოყალიბებული სტრატეგია და სოციალურ ქსელს პროფესიულად იყენებს.  საშუალო და წვრილი ბიზნესი ცოტას ხარჯავს და შედეგიც ნაკლებადაა, რადგან საქმეს პროფესიულად ვერ მართავენ. საკმაოდ რთულია, მიხვდე ვინ არის შენი აუდიტორია, რა ტიპის ინფორმაცია მიაწოდო და, ვთქვათ, როგორ დაითვალო ეს ყველაფერი. მეტიც, ხარისხიანი ფოტო და ვიდეომასალა უნდა გადაიღო, ადმინისტრატორს უნდა გადაუხადო და სხვა. მომსახურების საფასური 1000-დან 3000 ლარამდე მერყეობს, რასაც ყოველთვიური ხარჯიც ემატება. საშუალო და დიდი ბიზნესისთივის ეს დიდი თანხა არ არის, მაგრამ სტარტაპებს ძალიან უჭირთ. ბუნებრივია,  ადამიანი როცა ხელთნაკეთ ნივთებს აკეთებს და ამ საქმის პოპულარიზაცია სურს, ხარჯს, დიდ ხარჯს,ელემენტარულად, ვერ გაწვდება", - აღნიშნავს ელდარ პირმისაშვილი.

Facebook-ზე სტარტაპების პრობლემაზე საუბრობს მომხმარებელი ნანა სამხარაძე, რომელიც ხელთნაკეთი ნივთების რეკლამას ეწევა. 

,,სოციალური ქსელით სარგებლობისთვის დღიურ გადასახადს ვიხდი, 2 დოლარის ოდენობითაა. ეფექტი არ არის ისეთი, როგორიც მსურს, მაგრამ ამაზე მეტს ვერ დავხარჯავ. დღში 1200 ადამიანი უყურებს ჩემს მიერ განთავსებულ რეკლამას, რაც ჯერჯერობით საკმარისად მიმაჩნია. მართალია, Facebook-ი ძალიან მეხმარება, მაგრამ მნიშვნელოვანია სხვა ნიუანსიც: გვერდის ადმინისტრატორის დამატება უჯკვე მეტ ხარჯს მოითხოვს. ასევე ძვირი მიჯდება ჯგუფში რეკლამის განთავსება - 3 დღეში 50 ლარი, დღეში 2-ჯერ პოსტის ატვირთვა დამატებით 15 ლარი ღირს, რაც საკმაოდ ძვირია. ამიტომ რამდენიმე ისეთი მომსახურებაა, რომელიც ჩემს სტარტაპს ძალიან გამოადგება, მაგრამ ამ შესაძლებლობებით რეალურად ვერ ვსარგებლობ", - ამბობს სტარტაპერი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system