თავში

რა უჯდება “ენერგო პროს" სვანეთის უსასყიდლოდ ელექტრომომარაგება

რა უჯდება “ენერგო პროს" სვანეთის უსასყიდლოდ ელექტრომომარაგება
რა უჯდება “ენერგო პროს სვანეთის უსასყიდლოდ ელექტრომომარაგება

“ენერგო პროს” ინფორმაციით, მათ 2019 წლის 9 თვეში, კომპანიამ სვანეთის რეგიონს უსასყიდლოდ 50 მილიონი კილოვატ საათი ელექტროენერგია მიაწოდა, რომლის ღირებულებაც 8 მილიონ ლარს შეადგენდა. კომპანიის განმარტებით, სვანეთის რეგიონის მაცხოვრებლები ელექტროენერგიის ტარიფს არ იხიდან. ქვეყნის სხვა მაღალმთიან დასახლებებში მთავრობა სამომხმარებლო ტარიფის 50%-იან სუბსისიდირებას ახდენს, თუმცა სვანეთში მოსახლეობას დენის ტარიფი არასდროს გადაუხდია. “ენერგო პრო ჯორჯიაში” აცხადებენ, რომ უკანასკნელ პერიოდში სვანეთის რეგიონში ელექტრომომხმარება მკვეთრად გაიზარდა, რაც კომპანიისთვის სოლიდურ ფინანსურ დანაკარგებს იწვევს. კომპანიისთვის დამატებითი პრობლემაა კრიპტოვალუტების მზარდი მოპოვება, რაც დიდი ელექტროენერგიას მოიხმარს.

როგორც "ენერგო პროში"  განმარტავენ, სვანეთის უსასყიდლოდ მომარაგების გადაწყვეტილება კომპანიამ თავის დროზე რეგიონის მდებარეობის და სოციალური მდგომარეობის გათვალისწინებით მიიღო. მას შემდეგ რაც ამ რეგიონში ელექტროენერგიის მოხმარება საგრძნობლად გაიზარდა, ხშირ შემთხვევაში, ელექტროგადამცემი ხაზები ვერ უძლებს დატვირთვას და ხშირია ავარიული გათიშვები. კომპანიითვის ცნობილი გახდა, რომ მომხმარებლები ბიტკოინ-მაინერებს ამუშავებენ. კრიპტოვალუტების გამომუშავების მოწყობილობების აღმოსაჩენად, ყველა საფიდერე ხაზზე "ენერგო პრო" მოაწყობს საბალანსო აღრიცხვის წერტილებს, სატრანსფორმატორო პუნქტებზე დამონტაჟდება მრიცხველები, თუმცა, ეს პროცესი მიმდინარეობს მოსახლეობის დიდი წინააღმდეგობის ფონზე, რაც აფერხებს ჩვენ მიერ დაგეგმილი სამუშაოების წარმოებას.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system