თავში

რა უჯდება ფერმერებს სასაკლაოების მომსახურება

რა უჯდება ფერმერებს სასაკლაოების მომსახურება
რა უჯდება ფერმერებს სასაკლაოების მომსახურება

საქსტატის მიხედვით, 2020 წლის IV კვარტლის განმავლობაში სასაკლაოებში დაკლულია 71.8 ათასი სული პირუტყვი, მათ შორის 37.7 პროცენტი მსხვილფეხა, ხოლო 62.3 პროცენტიწვრილფეხა (ცხვარი, თხა, ღორი და სხვა). გარდა ამისა, საანგარიშო პერიოდის განმავლობაში სასაკლაოებში დაკლული ფრინველის რაოდენობა 3 281.5 ათასი ერთეულით განისაზღვრა. სასაკლაოების მიერ 2020 წლის IV კვარტლის განმავლობაში 9 460.7 ტონა ხორცი იქნა წარმოებული (იგულისხმება დაკლული წონა, ფრინველის ხორცის ჩათვლით), საიდანაც 30.0 პროცენტი მოდის მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ხორცზე, 47.8 პროცენტი - ფრინველის, 21.5 პროცენტი - ღორის, 0.6 პროცენტი - ცხვრისა და თხის ხორცზე, ხოლო დანარჩენს უმნიშვნელო წილი უკავია. მომსახურება გაეწია 6.7 ათას პირს, საიდანაც 38.7 პროცენტი შინამეურნეობების (ოჯახური მეურნეობები) სახით იყვნენ წარმოდგენილნი. 

2020 წლის IV კვარტალში საქართველოში 100 ერთეული ცხოველთა და ფრინველთა სასაკლაო ფუნქციონირებდა, მათგან 19.0 პროცენტი - ქვემო ქართლში, 17.0 პროცენტი - კახეთში, 14.0 პროცენტი - იმერეთში, 12.0 პროცენტი - სამეგრელო-ზემო სვანეთში მდებარეობს, 11.0 პროცენტი - შიდა ქართლში, ხოლო დანარჩენი 25.0 პროცენტი სხვა რეგიონებშია განთავსებული.

სასაკლაოებში დასაქმებულთა საშუალო თვიურმა რაოდენობამ 863 კაცი შეადგინა. 

ერთეული პირუტყვის დაკვლაზე სასაკლაოების მომსახურების საშუალო ფასი შეადგენს: მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის დაკვლის საფასური - 27.6 ლარი, ცხვრის ან თხის - 12.1 ლარი, ხოლო ღორის - 25.1 ლარი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system