თავში

რა უჯდება მოქალაქეებს საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობა - Exclusive

რა უჯდება მოქალაქეებს საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობა
რა უჯდება მოქალაქეებს საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობა - Exclusive

მგზავრობა სოციალურად და, მით უმეტს, ეკონომიკურად აქტიური ადამიანისთვის აუცილებლობას წარმოადგენს და მის ხარჯს ოჯახები საკუთარი შემოსავლების განკარგვისას ყოველთვის ითვალისწინებენ. 

მოქალაქეები, რომლებიც სამსახურში ან სხვა საჭიროებისთვის საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობენ თვეში საშუალოდ 24-48 ლარს ხარჯავენ იმის მიხედვით, მეტროთი და ავტობუსით, თუ მიკროავტობუსით მგზავრობას გადაწყვეტენ. 

თბილისი მეტროთი და ავტობუსით მგზავრობა 50 თეთრი ღირს. საათნახევრის განმავლობაში მოქალაქეს ორივე სატრანსპორტო საშუალებით შეუზღუდავად სარგებლობა მხოლოდ 50 თეთრი უჯდება.საათნახევარი საკმარისი დროა დედაქალაქის ნებისმიერი წერტილიდან სასურველ ლოკაციაზე მოსახვედრად. მოქალაქეთა დიდი ნაწილი კვირაში 6 დღე მუშაობს.  ყოველდღიური ორმხრივი მგზავრობისთვის დღეში ლარი უნდა გაითვალისწინოთ, რაც თვეში 24 ლარს უტოლდება.

ბავშვები უფასოდ მგზავრობენ, პენსიონერებისთვის, სტუდენტებისა და სოციალურად დაუცლევებისთვის შეღავათები მოქმედებს.

რაც შეეხება სამარშუტო ტაქსებს, მისი მინიმალური ფასი 80 თეთრია და 1 ლარსაც აღწევს. თუ ორი გზის ღირებულებას დავითვლით, გამოვა, რომ მიკროავტობუსის მგზავრს დღეში 2 ლარი სჭირდება, რაც მის ყოველთვიურ სამგზავრო ხარჯს 48 ლარამდე ზრდის.

მოქალაქეების უმეტესობა უკმაყოფილოა საზოგადოებრივი ტრანსპორტის მომსახურებით და მგზავრობვის სიძვირით. ნაზი წულუკიანი 5-სულიანი ოჯახის დიასახლისია, ჰყავს მეუღლე და 3 შვილი, რომელთაგან 2 უკვე სტუდენტია, 1 კი - სკოლის მოსწავლე. ოჯახი ალექსეევკის დასახლებაში ცხოვრობს. მეუღლე ტაქსაობს, თავად კი მცხეთაში ერთ-ერთი რესტორნის შეფ-მზარეულია. ნაზი წულუკიანი ამბობს, რომ მისი ოჯახის შემოსავალი თვეში საშუალოდ 2 500 ლარს არ აღემატება. მგზავრობასა და კომუნალურ გადასახადებში(საქალაქო ტელეფონი, 5 მობილურების ხარჯი, ინტერნეტი, ტელევიზია, შუქი, წყალი, გაზი დასუფთავება და მგზავრობა) 350 ლარზე მეტი ეხარჯება.

"საზოგადოებრივი ტრანსპორტით ვსარგებლობთ მე და ჩემი 3 შვილი. ვცხოვრობთ ალექსეევკაში. ყველაზე უმცროსი კომაროვის სკოლაში რომ მივიდეს, ყოველდღე 2 ტრანსპორტის გამოცვლა სჭირდება. ილიას უნივერსიტეტსა და თსუ-ში სწავლობენ უფროსები და მათაც 2-2 ტრანსპორტის გამოცვლა უწევთ. მე მცხეთაში რომ ჩავიდე, 3 ტრანსპორტს ვიცვლი. იმის გამო, რომ დილით პიკის საათია და ავტობუსებში ფიზიკურად ვერ მოხვდები, გვიწევს მარშუტკებით მგზავრობა. მე ყოველდღე მინიმუმ 5 ლარი მჭირდება, ბავშვებისთვის ყოველდღე მინიმუმ 5-6 ლარს ვითვალისწინებ. დღეში 10  ლარამდე მხოლოდ მგზავრობისთვის მჭირდება. სტუდენტსა და მოსწავლეს რომ მთელი დღე ჭამა უნდა, ამაზე აღარაფერს ვამბობ. ჩვენი შემოსავლის პირობებში ეს უმძიმესი ტვირთია. გარდა ამისა, უმძიმესი მდგომარეობაა საზოგადოებრივი ტრანსპორტში, შუა გზაში ფუჭდება მარშუტკებიც, ავტობუსებიც. ქრონიკული საცობები და გაუმართავი ავტოპარკი სრულფასოვან მგზავრობას შეუძლებელს ხდის, ხშირად გვაგვიანდება კიდეც. ცალკე პრობლემაა, რომ პიკის საათებში 20-30 წუთი გვიწევს ტრანსპორტისთვის ლოდინი," - განუცხადა report.ge-ს ნაზი წულუკიანმა.

ცნობისთვის, რუსთავი-თბილისის სამარშუტო ტაქსებით მგზავრობის ფასი 1.50 ლარია, იგივეა მცხეთა-თბილისის მიმართულებით მგზავრობის საფასურიც.

დედაქალაქიდან ქუთაისამდე მიკროავტობისებით მგზავრობა 12 ლარი დაგიჯდებათ, ავტობუსით მგზავრობაც იგივე ღირს.

რაც შეეხება რეგიონებს, სამტრედიიდან სოფლებში მოძრავი მიკროავტობუსებით მგზავრობის მინიმალური ფასი 1.50 ლარია და 2 ლარამდეც აღწევს, ქუთაისიდან ზემო იმერეთის მიმართულებით მგზავრობის მინიმალური ფასი 2.50 ლარიდან იწყება და 3.50 ლარამდეც აღწევს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system