თავში

რა უჯდებათ ფერმერებს ევროკავშირის სტანდარტების დაცვა

რა უჯდებათ ფერმერებს ევროკავშირის სტანდარტების დაცვა
რა უჯდებათ ფერმერებს ევროკავშირის სტანდარტების დაცვა

ქართული პროდუქცია ევროკავშირის ბაზარზე საბაჟო ტარიფის გარეშე მოხვდება მხოლოდ მაშინ, თუ ის მთლიანად ან ნაწილობრივ არის წარმოებული საქართველოში.  წარმოშობასთან დაკავშირებულ სერტიფიკატს - EUR.1-ს (პრეფერენციული წარმოშობის სერტიფიკატი) საქართველოს შემოსავლების სამსახური გასცემს. პირველადი წარმოების პროდუქტების ევროპაში დასაექსპორტებლად  დამატებით, ტრანსპორტირებისას აუცილებელია ფიტოსანიტარული სერტიფიკატი, რომლის საფასურიც შეადგენს 25 ლარს. პირველადი წარმოებისთვის სხვა სავალდებულო სურსათის უვნებლობის სერტიფიკატი არ არსებობს, თუმცა ევროპის ქვეყნებში მყიდველმა, შესაძლოა, მოითხოვოს სხვადასხვა ტიპის საბუთები. კერძოდ, ერთ-ერთი არის მძიმე მეტალის შემცველობაზე ანალიზი, რომელიც საქართველოში კეთდება და მისი ღირებულება 150-170 ლარს შეადგენს. ევროპის ბაზარზე ექსპორტისთვის მნიშვნელოვანია წარმოების ისეთი სტანდარტების დანერგვა, როგორებიცაა HACCP, ISO 22000 Global GAP. ეს სერტიფიკატები სავალდებულო არაა, თუმცა ფერმერებმა უნდა იცოდნენ, რომ ეს ერთგვარი ბილეთია ევროპის ბაზრისკენ და მნიშვნელოვანია იმ მწარმოებლებისა და ექსპორტიორებისათვის, რომლებსაც სურთ თავიანთი პროდუქციის ევროკავშირის ბაზარზე დამკვიდრება.

როგორც საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანიის PMCG-ში აგვიხსნეს, ფერმერულ მეურნეობას თავდაპირველად სტანდარტის დანერგვა მინიმუმ 10,000 აშშ დოლარი უჯდება, რომლის 50% მოდის საკონსულტაციო კომპანიის მომსახურების ანაზღაურებაზე, ხოლო დანარჩენი 50% – აუდიტსა და სერტიფიცირებაზე სჭირდებათ.

„თუ ფერმერი გაითვალისწინებს საკონსულტაციო ორგანიზაციის რეკომენდაციებს, მომდევნო წელს სერტიფიკატის აღებისთვის საჭირო თანხა თითქმის ნახევრდება. ამ სერტიფიკატის გამცემი ორგანო არ მდებარეობს საქართველოში. საქართველოსთან ტერიტორიულად ყველაზე ახლოს თურქეთის ოფისია. თუმცა საქართველოში არსებობენ საკონსულტაციო კომპანიები, რომლებიც ეხმარებიან მწარმოებლებს სტანდარტის დანერგვაში. ასეთი საკონსულტაციო კომპანიებია მაგალითად, STAR Consulting და GDCI“,- აღნიშნულია PMCG-ს კვლევაში.

გარდა ამისა, ევროკავშირში და სხვა ბაზრებზე სოფლის მეურნეობის პროდუქციის ექსპორტირებისას, ექსპორტიორს მნიშვნელოვანი დახმარება შესაძლოა გაუწიონ საქართველოში მოქმედმა ასოციაციებმა, ისეთებმა როგორიცაა: "საქართველოს ფერმერთა ასოციაცია", "საქართველოს სავაჭრო და სამრეწველო პალატა", "კერკროვან პროდუქტთა ასოციაცია" და სხვა.

საქართველოში მოქმედი ასოციაციები იხილეთ ცხრილში:

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system