თავში

რა უჯდებათ უცხოელებს საქართველოში განათლების მიღება

რა უჯდებათ უცხოელებს საქართველოში განათლების მიღება
რა უჯდებათ უცხოელებს საქართველოში განათლების მიღება

საქართველოს რეგიონულ საგანმანათლებლო ცენტრად წარმოჩენის და უცხოელი სტუდენტების, საქართველოს საგანმანათლებლო დაწესებულებებში მოზიდვის მიზნით, განათლების სამინისტრო 2017 წლიდან ახორციელებს პროექტს - „ისწავლე საქართველოში“. 

საქართველოს 2019 წლის მიგრაციის პროფილის მიხედვით (გვერდი 48-49) პროექტის ფარგლებში, 2017 წელს ჩატარებული კვლევა აჩვენებს, რომ უცხოელი სტუდენტების 78% დაინტერესებულია საქართველოში სტაჟირებით, ხოლო დაახლოებით ერთი მესამედი ისურვებდა დასაქმებას საქართველოში. უცხოელი სტუდენტების საქართველოში სტაჟირების, ან დასაქმების სირთულეები, ძირითადად, ენობრივ ბარიერს უკავშირდება.

საქართველოში ბოლო ოთხი წლის განმავლობაში გაცემული სასწავლო ბინადრობის ნებართვების დიდი ნაწილი ინდოეთის, ერაყის და ნიგერიის მოქალაქეებზე მოდის. ამასთან, ბოლო ოთხი წლის განმავლობაში მზარდია ინდოეთის მოქალაქეებზე გაცემული ნებართვების წილი. ყოველწლიურად გაცემულ სასწავლო ბინადრობის ნებართვების საერთო რაოდენობაში, ხოლო შემცირებულია ერაყის, თურქეთის და ნიგერიის მოქალაქეებზე გაცემული, სასწავლო ბინადრობის ნებართვების წილი. 

ბოლო ორი წლის განმავლობაში, მნიშვნელოვნად გაიზარდა საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ჩარიცხული უცხო ქვეყნის მოქალაქეების რაოდენობაც, რაც, ძირითადად, ერთსაფეხურიან სამედიცინო პროგრამებზე, უცხოელი სტუდენტების ჩარიცხვების ზრდის გამო მოხდა.

უმაღლესი განათლების მიღების მიზნით, 2018 წლის მონაცემებით საქართველოში უცხოეთის 6 051 მოქალაქე ჩამოვიდა.

რაც შეეხება შემოსავლებს, სწავლის საფასურს ყველაზე დიდი წილი უკავია სტუდენტების მიერ ქვეყანაში დახარჯულ მთლიან თანხაში. საგულისხმოა, რომ უცხოელი სტუდენტების სწავლის საფასური აღემატება ქართველი სტუდენტებისთვის დაწესებულ გადასახადს. მაგალითად, ISET-ის გამოკითხვის თანახმად, საშუალო სწავლის საფასური უცხოელი სტუდენტებისთვის თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში 6,222 აშშ დოლარს შეადგენს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system