თავში

რა უნდა გაკეთდეს ბიზნესის სტაბილურობისთვის

რა უნდა გაკეთდეს ბიზნესის სტაბილურობისთვის
რა უნდა გაკეთდეს ბიზნესის სტაბილურობისთვის

ბიზნესის სამართლის ექსპერტი, იურისტი აკაკი ჩარგეიშვილი აცხადებს, რომ დღგ-ს გადასახადის ახალი ზღვარი უნდა დადგინდეს, რაც ბიზნესს მოტივაციას გაუზრდის და წარმოების მნიშვნელოვან ზრდას შუწყობს ხელ. ამ თვალსაზრისით, ჩარგეიშვილი ფიქრობს, რომ გადასახადის ზღვარი უნდა შეადგენდეს 500 ათას ლარს, ნაცვლად 100 ათასისა, რაც ეკონომიკური ურთიერთობების გაჯანსაღებაში დიდი წინ  გადადგმული ნაბიჯი იქნება.

,,ეკონომიკა კონკურენტუნარიანი თუ არის, ფინანსური სტაბილურობა ყოველთვის აღმოჩნდება საფრთხეში, ამის მრავალი მაგალითია. მუდმივად ლარის კურსს ვაყურადებთ, მაგრამ ამავე დროს გვავიწყდება, რომ ეკონომიკას უნდა მიეცეს ისეთი შესაძლებლობა, რაც კურსს უფრო სტაბილურს გახდის. ამისთვის აუცილებელია, ინდივიდუალური მეწარმეებისთვის დღგ-ს გადასახადის ზღვარი 500 ათასი ლარამდე აიწიოს. ეს ბევრ ადამიანს წაახალისებს, რომ მცირე წარმოებას მოკიდოს ხელი, უფრო თამამი და თავისუფალი გახდეს. გარდა ამისა, საბანკო მარწუხებიდან მეტი ბიზნესი უნდა გამოვიდეს და მოხდეს სესხებზე ძირის დაფიქსირება, შესაბამისად, კომპანია მხოლოდ პროცენტის ნაწილს გადაიხდის, სამუსაოს შესრულების შესაძლებლობა მიეცემა, რასაც ეპიდემიის გამო მოკლებულია. გარდა ამისა, მომსახურების გაიაფებასაც შეძლებენ, რაც მომსახურების სფეროში მოღვაწე კომპანიებს დაეხმარება, რომ მომხმარებლის რაოდენობა შეინარჩუნონ და მეტი ბრუნვა ჰქონდეთ, რასაც დღეს ბიზნესი პრაქტიკულად ვერ ახერხებს და გაჩერებულია. covid-19-მა მთელი ბიზნესის გადალაგება-გადაწყობა მოახდინა, ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ კრიზისულ გამოწვევას ადეკვატური პასუხი გავცეთ. უფრო მეტად არის მოსალოდნელი ჩაკეტვა, ლოკდაუნი, მაგრამ იმაზეც უნდა ვიფიქროთ, ასეთ პირობებში რა ახალი შესაძლებლობები გაუჩნდეთ ადამიანებს, რომ ელემენტარულად, საკვები და სითბო ჰქონდეთ", - აცხადებს ჩარგეიშვილი.

მისი თქმით, მნიშვნელოვანია, ისეთი ეკონომიკები წამოვწიოთ წინ, რომელსაც სახელმწიფო მართავს, როგორიცაა სხვადასხვა რესურსი, ბუნებრივი წიაღი, წყალი, რომლის მოქცევა ეკონომიკაში გახდება შესაძლებელი და არა ისე, როგორც ეპიდემიამდე ხდებოდა, როცა სექტორი მართავდა ეკონომიკას. ამის მაგალითად აკაკი ჩარგეიშვილი ტურიზმის მიმართ სახელმწიფოს დამოკიდებულებას მიიჩნევს. მისი თქმით, ეკონომიკაში არსებული პრობლემის დიდი ნაწილი ამ ფაქტორითაც არის გამოწვეული და მავნე პრაქტიკა დავიწყებას უნდა მიეცეს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system