თავში

რა უნდა გაკეთდეს ხელოვნური ინტელექტის განვითარებისთვის

რა უნდა გაკეთდეს ხელოვნური ინტელექტის განვითარებისთვის
რა უნდა გაკეთდეს ხელოვნური ინტელექტის განვითარებისთვის

სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ ხელოვნური ინტელექტის განვითარების მიზნით მნიშვნელოვანია საკანონმდებლო ბაზის ჩამოყალიბება და ისეთი გარემოს შექმნა, რომელიც ინფორმაციული ტექნოლოგიების სფეროში მოღვაწეებს წაახალისებს. ასეთი ღონისძიება, როგორც სტატისტიკოსი სოსო არჩვაძე განმარტავს, საგადასახადო შეღავათები და ყველა იმ საქმიანობის ხელშეწყობაა, რაც ტექნიკურ პროგრესს უზრუნველყოფს. 

,,ეკონომიკური განვითარების სიმძიმის ცენტრი თანდათან გადადის ტრადიციული დარგებიდან იმ სფეროებზე, რომლებიც განსაზღვრავენ ტექნიკურ პროგრესს და უზრუნველყოფენ გაცილებით მეტი დამატებული ღირებულების შექმნას დროის და დასაქმების ერთეულზე. პროგრესის მიღწევა შეუძლებელია ხელოვნური ინტელექტის განვითარების გარეშე, რა მიმართულებითაც ყველა ქვეყანამ წარმატებას მიაღწია. ამით სამუშაო ძალის გამოყენების აუცილებლობა მცირდება და მეტი სიმძიმე გადადის ტექნიკისა და ტექნოლოგიების გამოყენებაზე, სწორედ ეს არის ხვალინდელი პროგრესის საფუძველი. განვითარების ტრენდი უნდა გამოიხატებოდეს იმ საქმიანობების ხელშეწყობაში, რომლებიც უზრუნველყოფენ ტექნიკურ პროგრესს, ახალი ტექნოლოგიების დანერგვას და ამათი გამოყენების საფუძველზე ეკონომიკის დინამიურ განვითარებას. პარლამენტს შეეძლება შესაბამისი ცვლილების შეტანა  საკანონმდებლო კოდექსში, რითაც გზას გაუხსნის, მეორე სიცოცხლეს მისცემს ტექნოლოგიურ პროცესს და იმ ადამიანებს, რომლებიც აღნიშნული საქმიანობით დაკავდებიან. მნიშვნელოვანია გადასახადების შემცირება, რაც წაახალისებს ყველას, ვინც გაბედავს და ინფორმაციული ტექნოლოგიების სფეროში  გააგრძელებს საქმიანობას", - აღნიშნავს არჩვაძე.

ცნობისთვის, ანალიტიკური ორგანიზაცია „ჯეოქეისის“ ორგანიზებით, ხელოვნური ინტელექტის, მათ შორის სხვადასხვა დარგში ინტელექტუალური რობოტების გამოყენების შესახებ დისკუსია გაიმართა. სპეციალსიტები აღნიშნავენ, რომ აუცილებელია დაჩქარდეს ხელოვნური ინტელექტის გამოყენება როგორც განათლების, ისე მეცნიერების მენეჯმენტში.

აღსანიშნავია, რომ ხელოვნური ინტელექტის განვითარების მიზნით ეროვნული ბანკი ფინანსური ინსტიტუტებისთვის ახალ დებულებას ამტკიცებს. სებ-ს მიაჩნია, რომ აღნიშნული მოდელები ზრდის ეფექტიანობას, ფინანსებზე ხელმისაწვდომობასა და ავტომატიზირების პირობებში გადაწყვეტილებების მიღების ხარისხს. თუმცა ამან სპეციალისტებში დიდი მოწონება მაინც და მაინც ვერ გამოიწვია. ფინანსისტები თავიანთ არგუმენტს ამყარებენ იმით, რომ კაპიტალის ბაზარზე ასეთი რობოტების გამოყენება დაშვებულიაა, მაგრამ არა საქართველოში, სადაც  არც კაპიტალის ბაზარია და არც სხვა ფინანსური მიმართულება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system