თავში

რა უნდა გაკეთდეს სასურსათო უსაფრთხოებისთვის

რა უნდა გაკეთდეს სასურსათო უსაფრთხოებისთვის
რა უნდა გაკეთდეს სასურსათო უსაფრთხოებისთვის

სასურსათო უსაფრთხოება გლობალური გამოწვევაა, რის წინაშე კაცობრიობა უკანასკნელ პერიოდში covid-19-მა დააყენა. როგორც სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ასოციაციის ხელმძღვანელი, მეცნიერი კობა კობალაძე აღნიშნავს, ჯანსაღი კვების პრობლემა სათავეს გაცილებით ადრე იღებს და ქვეყანა რომ გადარჩეს, სასურსათო უსაფრთხოების მიმართულებით მნიშვნელოვანი ნაბიჯები უნდა გადაიდგას.

,,სასურსათო უსაფრთხოებაზე მხოლოდ ახლა არ არის საუბარი, ამაზე მსჯელობა 2015 წლიდან დაიწყო ინტენსიურად, ვენესუელას შიმშილობის მაგალითიც საკმარისია. ვენესუელას გაჰქონდა თავისი ქვეყნიდან ყოველწლიურად 75 მილიარდის ოქრო, ვერცხლი და სხვადასხვა საქონელიი, მათ შორის ქვანახშირი და მთელ ამერიკას ამარგებდა. საბოლოოდ კი ამან გამოიწვია შიმშილობა, ვენესუელაში ეს პროცესი 2015-2016 წლებში დაიწყო. ამ მილიარდერმა ქვეყანამაც ვერ დაძლია შიმშილობის პრობლემა, დაიწყო შიმშილობის პანდმეიები, ადამიანების დასუსტება და საპროტესტო გამოსვლები, რა დროსაც ბევრი ადამიანი დაიღუპა. დღემდე მთელმა მსოფლიომ გაანალიზა არსებული მდგომარეობა, შესაძლებელი ანალიზი, რა არის საჭირო, რომ საქართველომ აიცილოს ის პრობლემა, მით უმეტეს, თავისი პროდუქციის უდიდესი ნაწილი, შემოაქვს უცხო ქვეყნიდან და ბევრად მაღალია ფასი, რაც საშინელ გაკოტრებას იწვევს, შიდა მიგრაციას, სახელმწიფოსთან დაპირისპირებას და ბევრ უარყოფით ტენდენციას, რასაც სწორი პოლიტიკით უნდა დავუპირისპირდეთ", - აცხადებს კობა კობალაძე.

მეცნიერის განმარტებით, უნდა შედგეს სურსათის უსაფრთხოების გეგმა, როგორც სურსათის, ასევე პოლიტიკური უსაფრთხოების საკითხი, აბსოლუტურად უნდა იქნას გათვალისწინებული საქართველოს პირობები და საშიშროებები, რადგან, როგორც კობალაძე აღნიშნავს, ქვეყანა იმპორტზეა დამოკიდებული და გზა რომ მოულოდნელად დაიკეტოს, 90-იანი წლები მონაგონი იქნება, იმდენად მძიმე სიტუაციაში აღმოჩნდება ქვეყანა სასურსათო უსაფრთხოების მხრივ.

,,აუცილებლად უნდა გავითვალისიწნოთ აშშ-ს ნაციონალური უშიშროების მემორანდუმი-გეგმ, რომელიც შედგენილია 1974 წელს გენური ინჟინერიის მიერ და მასზე გრიფით საიდუმლო მოხსნილია. ამის საფუძეველზე უნდა მოხდეს სამუშაო გეგმის შედგენა. ლაპარაკი იყო, რომ არსებობს საფრთხე, შემოტანილი პროდუქცია გამოყენებული იქნას სექსუალური აქტივობის შესამცირებლად და დეპოპულაციისთვის", - დასძენს report.ge-თან კობა კობალაძე.

აღასანიშნავია, რომ პანდემიამ კვების პრობლემა კიდევ უფრო დაამძიმა. საკვები საკმარისად იწარმოება, მაგრამ ეკონომიკურმა ვარდნამ და სამუშაოს დაკარგვამ ადამიანებს ჯანსაღ და საკმარის საკვებზე ხელმისაწვდომობა შეუზღუდა,"- ამის შესახებ აღნიშნულია გაერო-ს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციis, FAO-ს, გენერალური დირექტორის, კუ დონჟუს ღია წერილში.

კუ დონჟუს თქმით, 2-4 ნოემბერს, გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია (FAO) „ევროპის 32-ე რეგიონულ კონფერენციას“ ატარებს, რომლის ვირტუალური მასპინძელი წელს უზბეკეთია. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system