თავში

რა უნდა იცოდეთ, რომ მომავალ წელს დასაქმება შეძლოთ

რა უნდა იცოდეთ, რომ მომავალ წელს დასაქმება შეძლოთ
რა უნდა იცოდეთ, რომ მომავალ წელს დასაქმება შეძლოთ

დასაქმების სააგენტოების წარმომადგენლები 2019 წლის დასაქმების ბაზრის ანალიზისას აღნიშნავენ, რომ მოთხოვნა დამსაქმებლისგან ყოველწლიურად იზრდება, თუმცა, კომპანიები შესაბამისი კადრების მოძიებას რთულად ახერხებენ. მათი თქმით, მიმდინარე წელს 16%-ით მეტი ვაკანსიაა საქართველოში, ვიდრე 2018 წელს.

რაც შეეხება სფეროებს, ლიდერის პოზიციას გაყიდვების სფერო ინარჩუნებს, ამ თემაზე ყველაზე მეტი ვაკანსიაა განთავსებული, მოთხოვნაა კონსულტანტებზე. აღსანიშნავია, რომ იმატა ტაქსის მძღოლებზე მოთხოვნამ. მეორეს მხრივ, ამ მოთხოვნის ზრდას ფეხს ვერ უწყობს კვალიფიციური კადრების რაოდენობა საქართველოში. ადამიანების რიცხვი, ვისაც დასაქმება სურს და ამისთვის ონლაინ დასაქმების პორტალს იყენებს საკუთარი სერვისის შესათავაზებლად, საკმაოდ მცირეა. თუ მსურველები არიან, კომპანიებისთვის შესაბამისი კადრის პოვნა ძალიან რთულია. მათ შორის, ხშირად გასაუბრებები არაფრისმომცემია. 2020 წელს, ვფიქრობ, კადრებზე მოთხოვნა ისევ გაიზრდება და იმედი მაქვს მეტი იქნება კვალიფიციური კადრების მიწოდებაც,“ - ამბობს Dasaqmeba.ge-ს დამფუძნებელი პაატა მამულაშვილი.

hr.ge-ს წარმომადგენელი ინგა შაჰბაზიანი აღნიშნავს, რომ მკვეთრადაა შემცირებული პრობლემური სესხების ექსპერტის ვაკანსია. ლიდერის პოზიციას კი ვაკანტურ ადგილების კუთხით გაყიდვების სექტორი, ადმინისტრაციული სამსახური და ჰორეკა (რესტორნები და სასტუმროები) ინარჩუნებს.

„წლიდან წლამდე 20 %-ზე მეტი ვაკანსია იდება. ყველა კვარტალში პირველ ადგილზე გაყიდვების მიმართულებაა, მეორე ადგილზეა ადმინისტრაცია, მესამეზე -ჰორეკა, ხოლო მეოთხეზე - ფინანსების მიმართულება. გამოცხადებული ვაკანსიების რაოდენობაზე მოქმედებს სეზონების ცვლილებაც. მაგალითად, ჰორეკა, რომელიც აქტიური იყო ზაფხულის პერიოდში და ნოემბრის თვეში, უკვე გაპასიურდა. იყო პერიოდი, როდესაც იზრდებოდა მიკროსაფინანსო სექტორიდან პრობლემური სესხების ექსპერტის ვაკანსია, ახლა კი თვის ჭრილში მაქსიმუმ 5 ასეთი პოზიცია შეიძლება გამოჩნდეს.“ - ამბობს ინგა შაჰბაზიანი.

წყარო: "კომერსანტი"

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system